გივი მიქანაძე: ზურაბიშვილმა ფაქტობრივად აღიარა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც მის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადგინა

გივი მიქანაძე: ზურაბიშვილმა ფაქტობრივად აღიარა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც მის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადგინა

ზურაბიშვილმა ფაქტობრივად აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოსი, რომელმაც მის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადგინა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რითაც გამოჩნდება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მაგრამ მას მაინც შეაქვს სარჩელი, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მყოფი მისი მოკავშირეები ასიამოვნოს.

„აღსანიშნავია ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას ეხებოდა, არ ცნობს და საკონსტიტუციო სასამართლო მისი მხრიდან არალეგიტიმურად იყო გამოცხადებული. ახლა ის მიმართავს იგივე სასამართლოს, კონკრეტული სარჩელით, რომ კანონი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ევროპულ ღირებულებას - გამჭვირვალობას ეხება, თურმე არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და იმ მუხლთან, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით გაჩნდა კონსტიტუციაში. რასთან გვაქვს საქმე ალბათ ყველასთვის გასაგებია - ზურაბიშვილმა ფაქტობრივად აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოსი, რომელმაც მის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა დაადგინა.

რაც შეეხება სარჩელის პერსპექტივას, მთელი ორი თვის განმავლობაში ჩვენ ამ კანონპროექტს საჯაროდ, გამჭვირვალედ, მაქსიმალური ღიაობით და ჩართულობით ვიხილავდით. აქამდე ბუნებაში არ არსებობდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ განხილვა ყოფილიყო იმის, რომ რაღაც იყო შესაცვლელი, ან თუნდაც ის განგვეხილა, რატომ არ იყო ეს კანონი მისაღები. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი ჩემი აზრით არის პიარული ნაბიჯი უფრო, ვიდრე საქმეზე ორიენტირებული, რადგან მან კარგად იცის, რომ არ არსებობს რაიმე არგუმენტი, რომ ეს კანონი რაიმე ფორმით არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. ეს მან იცის, მაგრამ ის დგამს ამ ნაბიჯს, რომ მისი მოკავშირეები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ასიამოვნოს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული ნაბიჯებით“, - განაცხადა მიქანაძემ.

Maverick შეიტანოს და ამ აღიარების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დააყენეთ საკითხი მისი იმპიჩმენტის შესახებ.არჩევნები კი გადაიტანეთ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი არ გამოცხადდება!
4 თვის უკან