კახა კალაძე: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?

კახა კალაძე: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება.

ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერაბ.g წარსულის გახსენება არა მგონია შენთვის მომგებიანი იყოს -ხან სააკაშვილის ქება-დიდებაში იყავი და ხან პრემიერ გილაურთან ერთად ბიზნესებს აწყობდი, არა? გახარია -ხაზარაძის გაერთიანების თემაც თქვენი მოგონილია; დღეს ტყუილს მოიგონებთ და ხვალ თვითონ აკომენტარებთ
4 თვის უკან