UEFA: გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა

UEFA: გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა

უეფას სტატისტიკით, საქარდთველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე მოგერიებების რაოდენობით ბართ ვერბრიუგენია, რომელიც მამარდაშვილის შედეგს 11 სეივით ჩამორჩა.

გიორგი მამარდაშვილმა ყველაზე მეტი, 11 სეივი ჩეხეთის ნაკრებთან მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ უეფას კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარისთვის პრიზი არ აქვს დაწესებული, უბრალოდ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებს ავლენს, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.