დავით მაღრაძე: ტრაგიკულად არ აღვიქვამ ევრობიუროკრატიიდან წამოსულ კომენტარებს - გამჭვირვალობაც უნდა იყოს დაცული და ურთიერთობებში ბალანსიც უნდა აღდგეს

დავით მაღრაძე: ტრაგიკულად არ აღვიქვამ ევრობიუროკრატიიდან წამოსულ კომენტარებს - გამჭვირვალობაც უნდა იყოს დაცული და ურთიერთობებში ბალანსიც უნდა აღდგეს

დღეს მოვისმინე პრემიერის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც [აშშ-სთან და ევროკავშირთან] ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. მგონი, რომ სწორია ყველაფერი, გამჭვირვალობაც უნდა იყოს დაცული და ამ ურთიერთობებში ბალანსიც უნდა აღდგეს, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ტრაგიკულად არ აღვიქვამ ევრობიუროკრატიიდან წამოსულ კომენტარებს. რასაც ვხედავ სხვადასხვა ქვეყანაში, საურთიერთობო წრეებში არ მიგრძნია, რომ ეს პოლიტიკური განცხადებები ირეკლებოდეს ჩვენ ურთიერთობებზე ან სამომავლო პერსპექტივებზე. ესეც გაივლის, როგორც სოლომონ ბრძენს ბეჭედზე ეწერა. ეს უსიამოვნო კომენტარები განსაკუთრებით მას შემდეგ წარმოიშვა რაც გამჭვირვალობის კანონი მიიღო ხელისუფლებამ. უცნაური დამოკიდებულება იყო ამაზე - ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია თქვენთან თანხების შემოსვლის თაობაზე, მაგრამ თქვენ არ უნდა გქონდეთ ინფორმაცია თქვენთან თანხების შემოსვლაზეო. ძალიან თვალსაჩინო უსამართლობას ვაწყდებით ხოლმე. პოლიტიკაში სამართალი არ იძებნება, ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ და მგონია, რომ ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრა გამოსავალი; დღეს მაგალითად მოვისმინე პრემიერის განცხადებები, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომლებიც ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. მგონი, რომ სწორია ყველაფერი, გამჭვირვალობაც უნდა იყოს დაცული და დარღვეული ბალანსიც უნდა აღდგეს ამ ურთიერთობებში. ჩაივლის ეს, არ მგონია ისეთი გადაულახავი ბარიერი, რომელმაც დაარღვია სამომავლო ჰარმონია საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა მაღრაძემ.

მერაბ.g იკრიახონ! ჩვენ გამჭვირვალობის კანონი მთელი სისრულით უნდა ავამუშაოთ და ასოები გავაშიშვლოთ (მეტაფორულად ვამბობ, თორენ პატარაია და გიგაური მტერმა ნახა შიშველი)
4 თვის უკან