არავის უკვირს სიყალბე ამ ადამიანების, ამ ფინიების, რომელთა ბელადებმა ვერ გაბედეს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადაედგათ, ჩააბარეს ტერიტორია და დაახოცვინეს ხალხი, დღეს ყელყელაობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ აქტივისტ დავით ჩხობაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეზე თავდასხმის შეფასებისას.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ფინიებმა დღეს გადაწყვიტეს, რომ ამ ბულინგით რაღაც პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებენ, რაც მათი შეცდომაა, ვინაიდან ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებ ჩვენს ქვეყანას”.
„დავით ჩხობაძეები ბევრნი არიან, დაფინანსებული არიან. კონკრეტულად რა აზრი მათ საგარეო კურსთან დაკავშირებით, არავითარ მნიშვნელობას არ იძენს იმითი, რომ ქუჩაში დასდევენ ხალხს და აბულინგებენ. არავის უკვირს საქართველოში ხელოვნურობა, თვალთმაქცობა, სიყალბე ამ ადამიანების, ამ ფინიების, რომელთა ბელადებმა ვერ გაბედეს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადაედგათ, ჩააბარეს ტერიტორია და დაახოცვინეს ხალხი, დღეს ყელყელაობენ”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების“.