გიორგი ვოლსკი: ეს არ არის დემარში მხოლოდ საქართველოს მიმართ, თუნდაც, დანია ავიღოთ და სხვა ნებისიმიერი, ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს უხაროდეს, არის გარკვეული რაოდენობა ოპოზიციური სუბიექტების

გიორგი ვოლსკი: ეს არ არის დემარში მხოლოდ საქართველოს მიმართ, თუნდაც, დანია ავიღოთ და სხვა ნებისიმიერი, ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს უხაროდეს, არის გარკვეული რაოდენობა ოპოზიციური სუბიექტების

ეს არ არის დემარში მხოლოდ საქართველოს მიმართ, თუნდაც, დანია ავიღოთ და სხვა ნებისიმიერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„რა საკვირველია, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის რუსეთის ფაქტორი არა მარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში. ამ სწავლებების გადატანა გაურკვეველი დროით პოზიციების დათმობას ნიშნავს და ეს არ არის დემარში მხოლოდ საქართველოს მიმართ, თუნდაც დანია, ავიღოთ და სხვა ნებსიმიერი. ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს უხაროდეს, არის გარკვეული რაოდენობა ოპოზიციური სუბიექტების, ტაშ-ფანდური აქვთ ამის გამო ატეხილი და ამბობენ, რომ არჩევნებისთვის ეს მათთვის ძალიან კარგია. მეორე - რა საკვირველია, რუსეთის ფედერაციაში ეს უხარიათ და ისეთივე ჭადრაკს თამაშობენ, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია დანიიდან საქართველოსთვის გამოყოფილი 27 მილიონის შეჩერებაზე.