ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ, არის საკმაოდ საინტერესო, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ საპროკურორო საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვფიქრობ, პროცესი იყო საკმაოდ საინტერესო. საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გასაუბრებისთვის ედევნებინა თვალი პირდაპირი ეთერის რეჟიმში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის სამეული, რომელიც შეარჩია საპროკურორო საბჭომ არის საკმაოდ საინტერესო და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის პირველი ეტაპი შედგა. ხვალ საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.