ანა ნაცვლიშვილი: შეგიძლიათ ჰკითხოთ ორგანიზატორებს რით დავიმსახურე ასეთი დიდი პატივი, რომ მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საერთაშორისო კონფერენციის ერთ–ერთი მომხსენებელი

ანა ნაცვლიშვილი: შეგიძლიათ ჰკითხოთ ორგანიზატორებს რით დავიმსახურე ასეთი დიდი პატივი, რომ მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საერთაშორისო კონფერენციის ერთ–ერთი მომხსენებელი

საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილებით გამართულ კონფერენციაზე, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, მომხსენებელთა შორისაა „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილმა „ქრონიკის“კითხვაზე, თუ რატომაა ამ კონფერენციის ერთ–ერთი მომხსენებელი, როდესაც ევროპარლამენტის რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია, უპასუხა რომ მიზეზი შეხვედრის ორგანიზატორებთან დაეზუსტებინათ, თავად კი კონფერენციაზე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წუხილების, სურვილებისა და თხოვნების გასამჟღავნებლადაა მისული.

„თუ არ გაიმეორებთ ხელისუფლების პროპაგანდას, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. შეგიძლიათ ჰკითხოთ ორგანიზატორებს რით დავიმსახურე ასეთი დიდი პატივი, რომ მქონოდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საერთაშორისო კონფერენციის ერთ–ერთი მომხსენებელი და მქონოდა შესაძლებლობა, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეების წუხილები, სურვილები და თხოვნები გამეჟღერებინა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.