იაგო ხვიჩია: ოპოზიციის სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა, რეალურად არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“, მაგრამ ფაქტია, „ნაცმოძრაობა“ არჩევნებზე ორი პარტიით გავა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა, რეალურად არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“, მაგრამ ფაქტია, „ნაცმოძრაობა“ არჩევნებზე ორი პარტიით გავა

სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა, რეალურად, არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“, მაგრამ ფაქტია, „ნაცმოძრაობა“ არჩევნებზე ორი პარტიით გავა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ახლის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანების შესახებ.

„ნიკა გვარამიამ კვლევა ჩაატარა, სადაც დაწერა, რომ მას და კიდევ სამ-ოთხ ადამიანს მიშაზე დიდი რეიტინგი აქვთ. ამ კვლევის მიზანი იყო, ვინც კარგები ვართ, ერთად მოვგროვდეთო. შესაბამისად, ამ ე.წ. კარგებს დიდი პროცენტები დაუწერეს, მაგრამ ზოგმა მათგანმა ეს პროცენტები დაიჯერა. ამას ვაბრალებ „ლელოსთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ წარუმატებელი გაერთიანების მცდელობას. მათ თუ დაუწერ, რომ შენ გარეშეც გადალახავენ ბარიერს, მეტი რა უნდათ – იმათაც დაიჯერეს. ზოგადად, ეს სრულფასოვანი გაერთიანება ჩაიშალა.

უნდა ყოფილიყო „დროა, გირჩი-ოთ ახალი ევროპული ლელო“, მაგრამ საბოლოო ჯამში, „დროა, გირჩი-ოთ ახალზე“ გაჩერდნენ რადგან, მგონი, გვარამიას კვლევის შედეგები მართლა დაიჯერეს იმ ხალხმა, ვინც ამ გაერთიანებაში უნდა ყოფილიყო.

ჩემი აზრით, მთავარია, ხმები არ დაიკარგოს. იმისთვის, რომ ხმები არ დაიკარგოს, კარგი იქნებოდა, ქართული პოლიტიკური სპექტრი ისევ წარდგეს ბიულეტენზე, როგორც ეს რეალობაშია. რეალობაში სულ სამი პარტია არსებობს: „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“, მაგრამ ამის მიუხედავად, მიშამ არჩევნებზე მაინც ორი პარტიით გადაწყვიტა გამოსვლა ან შეიძლება მიშამ არ გადაწყვიტა, მაგრამ, ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნებზე ორი პარტიით გავა. ზუსტად ასე ორი პარტიით გადის „ქართული ოცნება“ – თავად „ქართული ოცნება“ და „გახარიები“, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.