პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოს სამიტში მონაწილეობა საქართველოს ალიანსისადმი ერთგულებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მორიგი დადასტურებაა.
„უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელი არის ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა. ეს არის ერთი მხრივ მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ერთგულები ვართ იმ კურსისა, რომელიც არის ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვა და საბოლოო გაწევრიანება და მეორე მხრივ, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის წევრობა“, - აღნიშნავს ღუდუშაური.
ილია დარჩიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.