ნატოს საიუბილეო სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ილია დარჩიაშვილის ვიზიტს აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ნატოს მისიებში კონტრიბუციაზე გააკეთა აქცენტი.
„საიუბილეო თარიღია და, რა თქმა უნდა, საქართველოს მონაწილეობა თავისთავად განპირობებულია, იმიტომ რომ საქართველო იყო ის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ედგა მხარში ნატოს ყველა სამხედრო მისიას, ნატოს წევრ ქვეყნებზე უფრო მეტად. ჩვენი თავსებადობა ნატოსთან არის ყველაზე მაღალი“, - მიიჩნევს ქადაგიშვილი.
ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.