აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა უარყო რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციას, ცრომლის თანახმად, აშშ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
„ეს აბსოლუტურად ტყუილია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს სრულიად მცდარი ინფორმაციაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ავრცელებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
„ხაზს ვუსვამ რუსეთის ირონიას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ი უკანონოდ ოკუპირებული აქვს, და [ამ დროს] ამ აბსურდულ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყნის მიმართ“, - დასძინა მან.