ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუკი ამერიკა უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე, ევროკავშირი აღმოუჩენს უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას“

ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუკი ამერიკა უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე, ევროკავშირი აღმოუჩენს უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას“

დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა, ალბათ, ყველაზე მეტად ზელენსკის არ სურს. ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, მისი სურვილის მიუხედავად, დასვამს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან და ულტმატუმსაც წაუყენებს - თუკი ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკება არ სურს, უნდა გამოეთხოვოს ამერიკულ დახმარებას. იმ შემთხვევაში კი, თუკი რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებების დაწყებაზე, მაშინ ამერიკა გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას.

როგორც აღმოჩნდა, ეს ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ტრამპისეული გეგმა, რასაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამდენი ხნის განმავლობაში აანონსებდა. ეს გეგმა ტრამპის საკვანძო მრჩევლებმა - კიტ კელოგმა და ფრედ ფრიცმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსის პოსტს იკავებდნენ.

იმისთვის, რომ რუსეთი დაითანხმონ მოლაპარაკებებზე გამოსასვლელად, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოზე და ეს საკითხი განგრძობადი პერიოდით უნდა გაიყინოს. ტრამპის საკვანძო მრჩევლები ამბობენ, რომ აღნიშნული გეგმის მიხედვით, უკრაინას არ მოუწევს ტერიტორიების ფორმალურად დათმობა, თუმცა ისიც სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ამ ტერიტორიებზე კონტროლს ვერ დაიბრუნებს.

ტრამპის მრჩევლის, ფრედ ფრიცი თქმით, მთავარი საწუხარია, რომ ეს კონფლიქტი გადაიზარდა გამოფიტვის ომში, რომელიც ახალგაზრდა კაცების მთელ თაობას გაანადგურებს.

ტრამპის მრჩევლების გეგმას ნეგატიურად გამოეხმაურა ბაიდენის ადმინისტრაცია. თეთრი სახლის მტკიცებით, ტრამპს არ სურს პუტინთან დაპირისპირება.

საინტერესოა ისიც, რომ ტრამპის მრჩევლების გეგმა საეჭვოდ დაემთხვა პუტინის ბოლოდროინდელ განაცხადს, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ მიმდინარე რეალიების გათვალისწინებით. მიმდინარე რეალიები კი, უკრაინის ოთხი ოლქის ოკუპაციასთან შეგუებას და ნატოს წევრობაზე უარის თქმას გულისხმობს.

თავის მხრივ, ტრამპი უკვე მერამდენედ ირწმუნება, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ტრამპი შეცდომას უწოდებს ბაიდენის დაპირებას უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სწრაფად მოუღებს ბოლოს ომს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპი რომც მოვიდეს აშშ-ის ხელისუფლებაში, უკრაინა არ დათმობს თავის ტერიტორიებს. უფრო მეტიც, ტრამპმა განაცხადა კიდეც, უკრაინას მე მივცემ კონკრეტულ დროს, დაასრულოს ომიო, მაგრამ უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს. ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუკი ამერიკა უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე, მაშინ ევროკავშირი აღმოუჩენს უკრაინას გარკვეულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

ევროპის ქვეყნებს ახლაც აქვთ საკუთარ თავზე აღებული უკრაინის დახმარება. ნატოს ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ახლაც ეხმარებიან უკრაინას. მართალია, ამერიკის დახმარება გაცილებით მეტია, მაგრამ გამორიცხულია, უკრაინამ მოლაპარაკება ისე დაიწყოს რუსეთთან, რომ საკუთარი ტერიტორიები დათმოს, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსის განმარტებით, სავარაუდოდ, ტრამპმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან მისი სურვილია, არ იყოს ომი ამერიკის ფარგლებს გარეთ და ამერიკას არ მოუწიოს ჩარევა ასეთ ომებში. ტრამპს ურჩევნია, იზოლაციონისტური პოლიტიკა გაატაროს, ჩართული იყოს ამერიკის შიდა პრობლემების მოგვარებაზე. ის გიგანტური რესურსი, რომელიც უნდა გამოიყოს უკრაინის დასახმარებლად, ტრამპის მომხრეების აზრით, უმჯობესია, გამოყენებულ იქნას ამერიკის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად.

რაც შეეხება ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინა ნატოში თუ არ გაწევრიანდება, ომიც დასრულდება, ნიკა ჩიტაძის აზრით, ეს არსებითი არცაა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში არც იდგა ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, რუსეთი მაინც დაესხა თავს უკრაინას, ამიტომ ომში მყოფი ქვეყანა თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს არ გადახედავს და უკრაინისთვის ნატო მაინც ძალაშია.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრამპის გეგმა განხორციელებადი არ არის, რადგან გულისხმობს უკრაინის ტერიტორიების დათმობას რუსეთის სასარგებლოდ.

არა მგონია, ამ გეგმას ჰქონდეს მომავალი. რეალურად, ეს პუტინის საამებლად გაკეთებული წინადადებაა ტრამპის მხრიდან. ვერ გეტყვით, საიდან მოუვიდა ტრამპს ეს იდეა, მაგრამ უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს. მისი მომავალი ნატოა, ამით დაზღვეული იქნება უკრაინა ნატოს ქოლგის ქვეშ, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

trampi ტრამპი არ გაამარჯვებინებენ !!!!!!!!!!!!!!!
ტრამპმა რო გაიმარჯვოს მსოფლიო მეტნაკლებად დალაგდება
მერე ვის აწობს ეგ
ჰოოდა ისევ ბაიდენ--დემოკრატები..................ანუ ჯააააააააააააახ
4 თვის უკან