უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.
„ვულოცავ უნგრეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობის [პერიოდის] დაწყებას. ვუსურვებ უნგრეთს [თავმჯდომარეობისას] წარმატებებს ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების, მიზნებისა და ინტერესების წინ წაწევაში. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა მზადაა შეუერთდეს ამ ძალისხმევას და წვლილი შეიტანოს ჩვენი ევროპის გაძლიერებაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.