„დონალდ ტრამპთან დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხმა უკანკალებდა და მუდმივმა ყოყმანმა უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა მის თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებზეც კი“, - ასე აფასებს „ბიბისი“ ტრამპი-ბაიდენის დეპატებს.
დებატები ბაიდენის ძალად ითვლებოდა, მაგრამ ახლა როგორც დემოკრატების ერთგული ექსპერტები, ისე თავად პარტიის წევრები საუბრობენ ნოემბრის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისთვის შემცვლელის პოვნის აუცილებლობაზე. ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკურად ეს ადვილი არ იქნება.
საათნახევრიან სატელევიზიო დებატში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა CNN, 81 წლის აშშ-ს პრეზიდენტმ, ჯო ბაიდენმა გადმოსცა ფაქტები და შეეცადა აეხსნა თავისი პოლიტიკისა და პოზიციების კონტექსტი. ისაუბრა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე. ასევე, ყურადღება გაამახვლა უკრაინიდან მიგრანტების საკითხზეც, მაგრამ ის იმდენად გაურკვევლად ჟღერდა, რომ დებატების დასრულებისთანავე ლიბერალმა ექსპერტებმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს სხვა კანდიდატის დასახელების მოთხოვნა. ტრამპი, ჩვეულებისამებრ, თავს დაესხა ოპონენტს ბრალდებების ნაკადით. ექს-პრეზიდენტი ბაიდენზე ბევრად ენერგიულად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.
გარდა ამისა, ინტრიგას დაემატა ტრამპის განცხადება მომავალი არჩევნების შედეგზე. ეს მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა იმის გათვალისწინებით, რომ იგი თვლის წინა არჩევნებს გაყალბებულად, თუმცა სასამართლოებმა უარყვეს მისი ყველა მოთხოვნა კენჭისყრის შედეგების გაუქმების შესახებ მტკიცებულებების არარსებობის გამო.
„აგრესიული პანიკა“
დებატების მთავარი ინტრიგა სიტყვებთან და დაპირებებთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ იმ შთაბეჭდილებაზე, რომელიც კანდიდატებმა დატოვეს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, დემოკრატიული პარტია უსიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმით, თუ როგორ ჟღერდა და როგორ გამოიყურებოდა მათი კანდიდატი.
„აგრესიული პანიკა“ ასე აღწერა CNN-მა ბაიდენის თანაპარტიელების განწყობა. „კატასტროფა დაემართა ჯო ბაიდენს“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ჟურნალ Atlantic. „ბაიდენი დასრულებულია“, - ციტირებს Politico-ს პრეზიდენტის პარტიის წევრის მოსაზრებას სტატიის სათაურში. დებატების შემდეგ, New York Times-ის გავლენიანმა მიმომხილველმა, ნიკოლას კრისტოფმა მოუწოდა ბაიდენს უარი თქვას კენჭისყრაზე და დაესრულებინა თავისი პოლიტიკური კარიერა. ბაიდენი, 81 წლის უკვე საკმაოდ ასაკია. აქამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე ამ ასაკის არცერთი კანდიდატი არ ყოფილა. რესპუბლიკელებმა არაერთხელ გამოიყენეს ასაკი თავიანთ რიტორიკაში და აცხადებდნენ, რომ ბაიდენი აღარ არის შესაფერისი კანდიდატი პრეზიდენტობისთვის.
„ოქროს გუმბათები“: რა თქვა ტრამპმა უკრაინასა და ღაზას ომზე?
ოთხი წლის წინ საგარეო პოლიტიკას თითქმის არანაირი როლი არ ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ახლა ამერიკა ირიბად არის ჩართული ორ სისხლიან კონფლიქტში, რომლებიც ცვლის მთელი რეგიონების ბედს - ის ეხმარება უკრაინას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარს უჭერს ისრაელს ჰამასთან ომში.
წამყვანებმა კანდიდატებს დაუსვეს კითხვა: მზად არიან მიიღონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად? ბაიდენმა გამორიცხა ეს შესაძლებლობა და დასძინა, რომ თუ პუტინს მიეცემა უფლება დაიკავოს უკრაინა, ის აქ არ გაჩერდება და თავს დაესხმება ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი და ბელარუსი (ეს უკანასკნელი შეცდომაა; ბელარუსი არ არის ნატოს წევრი). ტრამპმა თქვა, რომ პუტინი ოცნებობდა უკრაინის ხელში ჩაგდებაზე. მისივე თქმით, ბაიდენმა აიძულა პუტინი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ტრამპის განცხადებით, მოქმედემა პრეზიდენტმა დაუშვა შეცდომა, როდესაც მან გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან, ვერ შეძლო პანიკის, ძალადობისა და ქაოსის თავიდან აცილება.
„ეს იყო ყველაზე სამარცხვინო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, - გაიმეორა ტრამპმა.
ტრამპმა ღაზას ომზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არ მოხდებოდა, თუ ის თეთრ სახლში იქნებოდა, რადგან მაშინ აშშ შეწყვეტდა ირანის ფინანსურ დახმარებას და ჰამასი ვერ შეძლებდა შეტევას ისრაელზე. ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, ტრამპმა თქვა, რომ არ მიიღებს პუტინის პირობებს, მაგრამ გაიმეორა დაპირება, რომ ომი რამდენიმე თვეში დასრულდება, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს - ინაუგურაციამდეც კი. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა „ამ ომში არ იგებს“ და სინანული გამოთქვა დაღუპულთა დიდი რაოდენობის და დანგრეული „ათასწლიანი ქალაქების ოქროს გუმბათებით“.
ტრამპმა ასევე ვოლოდიმერ ზელენსკი „მსოფლიოში საუკეთესო გამყიდველ“ პრეზიდენტად მოიხსენია და კომენტარი გააკეთა კიევისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ მილიარდობით დოლარზე.
ამერიკა სამყაროს მესამე ქვეყანაა?
ტრამპმა ამერიკას „მესამე სამყაროს ქვეყანა“ და „ვირთხის ბუდე“ უწოდა. მან ასევე დაადანაშაულა თავად პრეზიდენტი კორუფციაში, მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებაში და პოლიტიკური ოპონენტების დევნაში.
„ამდენი სისულელე ცხოვრებაში არასდროს მსმენია“, - უპასუხა ბაიდენმა არაერთხელ.
დებატების ეკონომიკური ნაწილი ძირითადად ეხებოდა ვინ იყო მართალი და ვინ არასწორი და ორივე კანდიდატმა არაერთი არასწორი განცხადება გააკეთა. ისინი განსაკუთრებით კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა მათგანმა შექმნა ახალი სამუშაო ადგილები პანდემიის შემდეგ. ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპის დროს „ეკონომიკა დაინგრა, სამუშაო ადგილები არ იყო“ და ის შემოვიდა და აღადგინა შრომის ბაზარი.
იქ ამას სხვები წყვეტენ
ჰოოოოდა მერე რევოლუცია და მხედრიონი ზედ აააქვთ
აი ესააა ჩემი რეცეპტი(ეკუთვნით და ალალიც ოყოს)
ვნახოთ.............ალილო და ხვალეო ..........................
არააა მანამდე დიდი დრო დარჩენილი