თეა წულუკიანი გამჭვირვალობის კანონზე: ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს

თეა წულუკიანი გამჭვირვალობის კანონზე: ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს

დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს და გაიხადოს თავი გამჭვირვალედ საზოგადოების თვალში, - ასე შეაფასა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენები.

„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, რომ ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, რომ ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს და გაიხადოს თავი გამჭვირვალედ საზოგადოების თვალში. ეს ემსახურება ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გამყარებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას. დასანანია, რომ ეს გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქისთვის, ვინც უკვე მეორე დღეა ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს პარლამენტზე იერიშის მიტანას. რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაიზრდება სიმშვიდეში, ყველა გაიაზრებს იმას, რომ ეს ნამდვილად ეროვნული საქმის მიზნებიდან გამომდინარეა, და არა ვინმეს ახირება, თუნდაც იმ 83 დეპუტატის, რომელიც ამოიღეს მიზანში და მასზე მიმდინარეობს სერიოული აგრესია და მუქარა, რომ სახლშიც კი მიაკითხავენ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.