სპეციალური ოპერაციების ძალების იუბილე დღეს სამთო-სადაზვერვო და რეინჯერთა ბატალიონების პირადმა შემადგენლობამ საზეიმოდ ეროვნულ სასაწავლო ცენტრ „კრწანისში“ აღნიშნა.
ღონისძიების დასაწყისში, ჯარისკაცებმა დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ბატალიონების პირად შემადგენლობას იუბილე ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცა და სამხედრო სამსახურში წარმატებები უსურვა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმაც მიულოცეს.
დღესვე, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის გამორჩეული 15 სამხედრო მოსამსახურე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა.
ღონისძიება ქართული ფოლკლორული სიმღერების ანსამბლებმა კონცერტით დაასრულეს.