ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ გლობალური დაპირისპირების დიდ და სავალალო სცენარში, პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული როლი, რომელსაც სამწუხაროდ საზარბაზნე ხორცის როლი ჰქვია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე საუბრისას.
„საკვირველია ადამიანები, ვისაც ქართული გვარი გააჩნიათ, საქართველოს ჰიმნს მღერიან და დროშას აქნევენ, რატომ არიან ჩართული ისეთ სცენარში, რომელმაც სისხლი და ცრემლი უნდა მოუტანოს საქართველოს. რა პერსპექტივას ხედავენ თავისი გამეფების გარდა ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი გიორგი გახარია, რაც ხელთ გვაქვს ყველა ნიშნით ამ სცენარში არის ჩართული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის საქმე“, - ამ მიმართულებით მიდის გამოძიება, რომლის მთავარი ფიგურანტიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. საქმე ეხება ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხს.
როგორც გაირკვა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვა არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი არ იყო ინფორმირებული.