ირანის პრეზიდენტი: აშშ-მა აგრესიაზე პასუხი უნდა მიიღოს

ირანის პრეზიდენტი: აშშ-მა აგრესიაზე პასუხი უნდა მიიღოს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისლამურ რესპუბლიკაში ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებისთვის „პასუხი უნდა მიიღოს“.

„ამერიკელებმა თავიანთ აგრესიაზე პასუხი უნდა მიიღონ“, - ციტირებს პეზეშკიანის სიტყვებს საფრანგეთის ლიდერთან საუბრიდან ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA.

ირანის პრეზიდენტმა დღეს თეირანში მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობდა.