მონოპოლია ქართულ ნავთობპროდუქტების, საბანკო, სააფთიაქო და სარეკლამო ბაზარზე

მონოპოლია ქართულ ნავთობპროდუქტების, საბანკო, სააფთიაქო და სარეკლამო ბაზარზე

და­სავ­ლეთ­ში იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ბა­ზარ­ზე ან ამა თუ იმ სფე­რო­ში მო­ნო­პო­ლი­ის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ, "მტა­ცებ­ლებს" უწო­დე­ბენ. იქ დი­დი ხნის წინ შექ­მნეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც, მო­ნო­პო­ლის­ტებს ებ­რძვი­ან - შე­სა­ბა­მი­სად, და­ცუ­ლია რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის, ისე თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში "მტა­ცებ­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბა", სა­ვა­რა­უ­დოდ, 2014 წლის იან­ვრი­დან და­იწყ­ე­ბა. კერ­ძოდ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ წლამ­დე პარ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცებს ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას (ოფი­ცი­ა­ლუ­რად მას ეწო­დე­ბა: კა­ნონ­პრო­ექ­ტი "თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის" შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ). იგეგ­მე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს შექ­მნაც. ამ მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცი­ი­სა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ლა­ფა­ჩი და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე გა­მო­ხა­ტა­ვენ თვალ­საზ­რისს. 

- ქალბატონო ქეთევან, დღემ­დე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა სა­კითხ­ზე - სა­ჭი­როა თუ არა ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი?
- სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტორს. კონ­კუ­რენ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გან­მტკი­ცე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც რე­ფორ­მე­ბის ერ­თ-ერ­თი საკ­ვან­ძო მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­ზეც მი­უ­თი­თებს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე საზღ­ვარ­გა­რე­თის 120-მდე ქვეყ­ნის კონ­კუ­რენ­ცი­უ­ლი რე­ჟი­მე­ბი. სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის რო­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში და ზო­გა­დად, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო. დღე­ი­სათ­ვის კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბის - კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნი­სა და სა­თა­ნა­დოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი უწყ­ე­ბის (არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მას სა­ა­გენ­ტო ერ­ქმე­ვა თუ სამ­სა­ხუ­რი) ამოქ­მე­დე­ბის სა­კითხ­ი.

- კა­ნო­ნით, მო­ნო­პო­ლი­ებ­თან და კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა ფორ­მე­ბი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?
- კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნი და მი­სი აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სუ­ლაც არ არის კომ­პა­ნი­ებ­ზე, ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებ­ზე თავ­დას­ხმის ია­რა­ღი, სიტყ­ვა "ბრძო­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბა უად­გი­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბა მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, რა­მე­თუ "კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით უკა­ნო­ნოდ ით­ვლე­ბა არა მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, არა­მედ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კომ­პა­ნი­ის გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ის შეზღ­უდ­ვის ან აღ­კვე­თის მიზ­ნით. პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე რომ ვთქვათ, კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნი მიზ­ნად ისა­ხავს კონ­კუ­რენ­ცი­ის წა­ხა­ლი­სე­ბას და დაც­ვას და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ტი­პის ან­ტი­კონ­კუ­რენ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას, გა­მოვ­ლე­ნა­სა და აღ­კვე­თას. კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბის ან­ტი­კონ­კუ­რენ­ცი­უ­ლ ქმე­დე­ბებ­ზე, ასე­ვე ისეთ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­სა და ქმე­დე­ბებ­ზეც, რო­მელ­თა მი­ზა­ნი­ა, ან რომ­ლებ­საც შე­დე­გად მოს­დევს კომ­პა­ნი­ე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ა, კონ­კუ­რენ­ცი­ის შეზღ­უდ­ვა და აღ­კვე­თა. 

კა­ნონ­პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბი ეხე­ბა ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლი­უ­რი, დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ასე­ვე გან­საზღ­ვრუ­ლი­ა, თუ რა ით­ვლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბად: კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ზღუ­და­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ებს შო­რის (მათ შო­რის კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი: რო­გო­რი­ცაა ბაზ­რე­ბის და­ყო­ფა სა­სა­ქონ­ლო, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ან სხვა ნიშ­ნით, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ფა­სე­ბის და­წე­სე­ბა და სხვა), ან­ტი­კონ­კუ­რენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტის მქო­ნე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­თა­ნა­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს, სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი ფორ­მე­ბი, სა­ბაზ­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია და სხვა.

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს აკ­რძალ­ვე­ბი­დან გარ­კვე­ულ გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც: აკ­რძალ­ვე­ბი არ ვრცელ­დე­ბა მცი­რე სა­ბაზ­რო წი­ლის (5-15 პრო­ცენ­ტამ­დე) მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბებ­ზე. 

ა­სე რომ, თა­ვის­თა­ვად, კომ­პა­ნი­ის მი­ერ ამა თუ იმ ბაზ­რის დი­დი სეგ­მენ­ტის ფლო­ბა არც ერ­თი ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და მათ შო­რის, არც ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტით, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა არ არის, მაგ­რამ თუ კომ­პა­ნია სა­ბაზ­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს კონ­კუ­რენ­ცი­ის შეზღ­უდ­ვის ან­და აღ­მოფ­ხვრის მიზ­ნით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ით­ვლე­ბა მი­სი ქმე­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბად. კომ­პა­ნია დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნედ მი­იჩ­ნე­ვა, თუ მას სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს იმოქ­მე­დოს კონ­კუ­რენ­ტე­ბის, მომ­წო­დებ­ლე­ბის, კლი­ენ­ტე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ბა­ზარ­ზე და შეზღ­უ­დოს კონ­კუ­რენ­ცი­ა. 


კომ­პა­ნი­ის მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­მსაზღ­ვრე­ლი სა­ბაზ­რო წი­ლი ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტით 40 პრო­ცენ­ტია (ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 35 - 50 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში­ა), თუმ­ცა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­საზღ­ვრის ერ­თ-ერ­თი და არა ერ­თა­დერ­თი ინ­დი­კა­ტო­რი­ა. 

- ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას პრო­დუქ­ცი­ის ფა­სებ­ზე? 
- კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი თა­მა­შის წე­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, ცხა­დი­ა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა ბა­ზარ­ზე შეს­ვლის მო­ტი­ვე­ბიც და გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა მე­ტო­ქე­ო­ბა ბაზ­რის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის. გზა სა­ბაზ­რო წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გა­დის, სწო­რედ ამი­ტომ კონ­კუ­რენ­ცი­ის პო­ლი­ტი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა უცი­ლობ­ლად აი­სა­ხე­ბა პრო­დუქ­ცი­ის, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხზეც და ფა­სებ­ზე. კონ­კუ­რენ­ცია და მომ­ხმა­რებ­ლის არ­ჩე­ვა­ნი ურ­თი­ერ­თ­გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­ა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია მომ­ხმა­რე­ბლის­ ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო დამ­ცვე­ლი­ა.

- რა სან­ქცი­ე­ბი ელის იმ კომ­პა­ნი­ებს, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის წე­სებს და­არ­ღვევს?
- მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სხვა სა­ხის კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს კომ­პა­ნი­ის წი­ნა წლის წლი­უ­რი ბრუნ­ვის 10 პრო­ცენტს. ჯა­რი­მის კონ­კრე­ტულ ოდე­ნო­ბას სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს დარ­ღვე­ვე­ბის სიმ­ძი­მის, ხან­გრძლი­ვო­ბისა და სხვა გა­რე­მო­ე­ბა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში ცნო­ბი­ლია არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კა­ნონ­დამ­რღვე­ვი მო­ნო­პო­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის და­ყო­ფი­სა. ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა ანა­ლო­გი­ურ მიდ­გო­მას ეს კა­ნონ­პრო­ექ­ტი? 
- კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი მხო­ლოდ სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გაფ­რთხი­ლე­ბაც, სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის და სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბის წარ­დგე­ნა. გარ­და ამი­სა, კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც, მათ შო­რის: დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის არა­ერ­თგზის დარ­ღვე­ვი­სას, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის წი­ნა­შე დას­ვას მი­სი იძუ­ლე­ბი­თი და­ყო­ფის სა­კითხ­ი, თუ არ­სე­ბობს სა­წარ­მოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე: - ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი, კონ­კუ­რენ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის რე­ა­ლუ­რად ამოქ­მე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, მთა­ვა­რია არა სა­ხელ­წო­დე­ბა, არა­მედ ში­ნა­არ­სი. ამ სამ­სა­ხურს სა­ხე­ლი ბევ­რჯერ შე­უც­ვა­ლეს, არ­სი კი არ იც­ვლე­ბო­და: მო­ნო­პო­ლი­ურ, ოლი­გო­პო­ლი­ურ (რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბა) სტრუქ­ტუ­რებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას სა­ხელ­მწი­ფო უკ­ვე წლე­ბი­ა, ვე­ღარ და აღარ ახ­დენს. კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს ფუნ­ქცია ის კი არ უნ­და იყოს, რო­მე­ლი­მე მსხვი­ლი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც ბაზ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი წი­ლის და­უფ­ლე­ბას ცდი­ლობს, გა­ა­კოტ­როს, არა­მედ, პი­რი­ქით, ბა­ზარ­ზე კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლად შეს­ვლას უნ­და შე­უწყ­ოს ხე­ლი, ოღონდ მა­თი ქმე­დე­ბე­ბი გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩო­თი უნ­და იყოს შე­მოზღ­უ­დუ­ლი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცია არ ჩაკ­ვდეს. დღეს მო­ნო­პო­ლის­ტი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც არა­ერ­თი კითხ­ვა არ­სე­ბობს, გვხვდე­ბა საწ­ვა­ვის, ნავ­თობ­პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბის სფე­რო­ში, ასე­ვე, წამ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, სა­რეკ­ლა­მო და სა­ბან­კო სფე­რო­ში, რაც იწ­ვევს ფა­სე­ბის, საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თე­ბის ზრდას, ამ მა­ღალ ფასს კი ისე­დაც მცი­რე­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იხ­დის. რო­ცა ბა­ზარ­ზე სულ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მო­თა­მა­შე­ა, ქვეც­ნო­ბი­ე­რა­დაც კი, მით უმე­ტეს კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მა­თი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი­ა, რომ ფას­მა არ და­ი­წი­ოს და მო­გე­ბა არ შემ­ცირ­დეს.

ცნობისთვის: პირ­ვე­ლი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნო­ნი აშ­შ-ში ჯერ კი­დევ 1890 წელს მი­ი­ღეს, ეს იყო ან­ტიტ­რეს­ტუ­ლი, ანუ "შერ­მა­ნის აქ­ტი", რო­მე­ლიც ვაჭ­რო­ბა­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, მო­ნო­პო­ლი­ას ზღუ­დავ­და. ამ­გვა­რი კა­ნო­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­წო­დე­ბით არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ას შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მე­ბი და სა­უ­რა­ვე­ბი აქვს დად­გე­ნი­ლი. ლატ­ვი­ა­ში კონ­კუ­რენ­ცი­ის საბ­ჭოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ა, გან­საზღ­ვროს ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ჯა­რი­მე­ბი და­ა­კის­როს. შვე­დეთ­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტის და­ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ, სტოკ­ჰოლ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იღებს. შვე­დე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტი მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის­გან, თუ ის შვე­დე­თის კონ­კუ­რენ­ცი­ის ორ­გა­ნოს მი­მარ­თავს და თა­მა­შის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას აღი­ა­რებს. 

ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდე­ბ­­ლო­ბის პირ­ველი "მსხვერ­პლი" კონ­ცერ­ნი Stan­dard Oil Com­pany Trust გახ­და, რო­მე­ლიც ჯონ როკ­ფე­ლე­რის მი­ერ იყო და­არ­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და­ად­გი­ნ­ეს, რომ კომ­პა­ნი­ამ ამე­რი­კუ­ლი ბაზ­რის 90%-ის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა. 1911 წელს, აშშ-ის უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, კონ­ცერ­ნი 34 და­მო­უ­კი­დე­ბელ კომ­პა­ნი­ად და­ი­ყო.

სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ბიზ­ნესელი­ტის ყუ­რადღ­ე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი იყო სკან­დალ­თან, რო­მე­ლიც ბილ გე­იტ­სის კომ­პა­ნია "მა­იკ­რო­სოფ­ტის" მი­ერ ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და. ვა­შინ­გტო­ნის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, გე­იტ­სის კომ­პა­ნია ორ ნა­წი­ლად და­ი­ყო. თა­ვად ბიზ­ნეს­მენ­მა კი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­კარ­გა და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის სტა­ტუს­საც გა­მო­ეთხ­ო­ვა.