სამართლიანობის აისბერგი და სოციალისტური რევოლუცია

სამართლიანობის აისბერგი და სოციალისტური რევოლუცია

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციამ,როგორც მოსალოდნელი იყომშვიდად,შინაურულადზედმეტი პათეტიკისა დამელოდრამატული ჟესტების გარეშეჩაიარამიხეილ სააკაშვილი ცერემონიასარ დასწრებიარაც საზოგადოების არცთუუმნიშვნელო ნაწილს ძალიან(აცმოეწონა;მათი აზრით, 2008 წლის არჩევნებისგამყალბებლის დაშესაბამისად,უზურპატორის დასწრებადემოკრატიულად არჩეულიპრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოვლადუადგილო იყო.

17 ნოემბერს მოხდა ძველ რეჟიმთან კავშირის სიმბოლური გაწყვეტარომელსაცეს ადამიანები ამდენხანს ელოდნენ _ ინაუგურაცია «ნაციონალების» გარეშეჩატარდაახალმა პრეზიდენტმა კი საბოლოოდ უარი თქვა ავლაბრისრეზიდენციაში გადაბარგების იდეაზერომლის აშენებაზე სააკაშვილმაუსინდისოდ დიდი თანხა დახარჯა და სადაც ამდენი რეპრესიული,ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღოახლა გასარკვევი მხოლოდ ისდაგვრჩაგადაიქცევა თუ არა ეს სიმბოლური დისტანცირება წარსულისგანშესაბამისი პოლიტიკის პირველ მერცხლად.

ამ პოლიტიკის დაყვანა მხოლოდ მაღალჩინოსანი დამნაშავეების დასჯამდე ან თუნდაც სააკაშვილის მმართველობის წლებში მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებამდე, ალბათ, დიდი შეცდომა იქნება. ყოველივე ეს, აქტუალურობის მიუხედავად, მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. სამართლიანობის აღდგენისპრობლემა არაერთ სხვა ასპექტს მოიცავს და უკანონობის აღმოფხვრით როდიშემოიფარგლებათუ ჩვენ დავუბრუნდებით ეროვნული მოძრაობის პერიოდს,

ვნახავთ, 
რომ მოსახლეობისდიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობის აღდგენის გულისთვის სავსებითშეგნებულად უარი თქვა სოციალურ უსაფრთხოებაზერომელსაც საბჭოთასახელმწიფო სთავაზობდაბევრი მოაქალაქე (ყველა ნამდილად არა)აცნობიერებდარომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდებოდადა წარსულს ჩაბარდებოდა (სსრკ-ის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე დაფუძნებული) სახელმწიფოს ვალდებულებაუზრუნველეყო მოქალაქესაცხოვრებლითსამუშაო ადგილითუფასო ჯანდაცვითგანათლებით (და .)და შეენარჩუნებინა დაახლოებით ისეთი სიტუაციაროდესაც კომუნალურიგადასახადები ოჯახის შემოსავლის 3%- არ აღემატებოდა. სსრკ-ს ბევრი მინუსი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ყოველივე ჩამოთვლილი რეალურად იყო, განსაკუთრებით ბრეჟნევის მმართველობის წლებში, როდესაც (მაგალითად) ახალ ბინებში 161 მილიონი საბჭოთა მოქალაქე შესახლდა. მაგრამ უარი ამ გარანტიებზე არ ნიშნავდა თანხმობას საბჭოთა საქართველოს მატერიალური მემკვიდრეობის იმგვარ განაწილებაზე, რომელსაც ადგილი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჰქონდა, თავისი ძარცვა-გლეჯვით, «პრიხვატიზაციით», ფაქტობრივი კონფისკაციებით და კონტრკონფისკაციებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მოხვეჭილსიმდიდრეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ლეგიტიმურად არ აღიქვამსისმიიჩნევსრომ მისი მოპოვება კანონისა და ზნეობის ნორმის გადაბიჯებით მოხდა,არსებითად უსამართლოაშესაბამისადშექმნილი სიტუაცია არამყარი დადროებითია. ეს ადამიანები შინაგანად არ ეგუებიან იმ რეალობას, რომლის ფარგლებში მოქალაქეები «ა» და «ბ» მდიდრები უნდა იყვნენ, «გ» და «დ» ქვეყანას მართავდნენ, «ე» და «ვ» მათთან კომპრომისზე წასულ საშუალო კლასს წარმოადგენდნენ, ხოლო ანბანის ყველა დანარჩენი ასო შიმშილის ზღვარზე არსებობისთვის იბრძოდეს. ისინი თვლიან, რომ მათ 90-იანებიდან მოყოლებული ატყუებენ, ძარცვავენ და არსებითად არა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკას, არამედ მთელ ამ რეალობას უპირისპირდებიან. მათ არ ტოვებს განცდა, რომ უსამართლოდ ექცევიან. ამ ნიადაგზე ყალიბდება ორი ცხოვრებისეული სტრატეგია)მიბაძვისა და კონფორმიზმისანუ ათასი უკანონოამორალური ხრიკისგამოყენებით გამდიდრებისპოლიტიკაში «შეძრომის» და შესაბამისი სოციალურიპლაცდარმის მოპოვებისტოტალური უარყოფისამ სისტემის (და შესაბამისად, ქვეყნის) მუდმივი დესტაბილიზაციით. ორივე შემთხვევაში სტრატეგიის მწვერვალს, ფაქტობრივად, წარმოადგენს სხვისი ქონების ექსპორპრიაცია, გამდიდრება მისი გადანაწილების ხარჯზე; ამ მიდგომების ფართო გავრცელება ზღუდავს, დევნის ქართული რეალობიდან ადამიანებს, რომელთაც სურთ, პატიოსნად იშრომონ და დალაგებულ სახელმწიფოში იცხოვრონ.

ინტელექტუალების დიდი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმს არ ეკარებოდახოლო ის,ვინც მის სამსახურში ჩადგავერ მოახერხააეხსნა გაღატაკებულიმოსახლეობისთვისრატომ უნდა იყოს «ასე და არა სხვაგვარად», რატომ უნდამდიდრდებოდნენ და სარგებლობდნენ ყველა უფლებით ერთნიხოლო მეორენიშიმშილობდნენ და პოლიციელების შიშით თავს მაღლა ვერ წევდნენმიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ იყო უმძლავრესი პროპაგანდისტული მანქანა, მათ ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას პრიმიტიული სოციალური რასიზმის და ანტირუსული ისტერიული შეძახილების გარდა (იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მშვენივრად თანამშრომლობდნენ მსხვილ რუსულ კომპანიებთან). ამიტომაც მოხვდნენ ისტორიის სანაგვეზე, თუმცა ეს გარემოება პრობლემას არ ხსნის.

ახალ ხელისუფლებასაცთუ სიტუაციას არ გააუმჯობესებსმსგავსი პრობლემებიშეექმნება _ ერთის მხრივპრობლემებს სწრაფ (ნებისმიერ ფასად) გამდიდრებაზეორიენტირებული «თავისიანები» შეუქმნიანმეორე მხრივსოციალურსამართლიანობაზე მეოცნებე უზარმაზარი მასარომელიც პრაქტიკულადგარანტირებულად გადაიქცევა ფეთქებადსაშიშ რესურსად უპასუხისმგებლოდემაგოგების ხელში.

რა თქმა უნდა, დღეს წარმოუდგენელია საბჭოთა კავშირის დროინდელი სოციალური გარანტიების დაბრუნება და ასევე ფიზიკურად შეუძლებელია თავის დროზე მიტაცებული ქონების ხელახალი, სამართლიანი განაწილება. მაქსიმუმირასაც ხელისუფლებამოახერხებსგანსაკუთრებით ცინიკურ შემთხვევებში ქონების ძველიმფლობელებისთვის დაბრუნებაამდიდრებიმიუხედავად იმისარა გზითგამდიდრდნენ თავის დროზედარჩებიან მდიდრებადხოლო ღარიბები _ღარიბებადშესაბამისადარსად გაქრება უსამართლობის განცდა და მისგანგამომდინარე რადიკალური ცვლილებების მოთხოვნაცახალ ხელისუფლებას მანევრის შესაძლებლობა არ აქვს _ ეკონომიკა პრაქტიკულად მკვდარია და გაჭირვებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მას მხოლოდ მოკრძალებული ნაბიჯების გადადგმა ძალუძს.

შესაძლოა, ამ სიტუაციაში ქვეყნისთვის დადებითი როლის შესრულებას შეძლებდნენ ახალი, პასუხისმგებლობის მქონე მემარცხენე ძალები, რომელნიც, ერთის მხრივ, აიყოლიებდნენ გაღატაკებულ მასებს უფრო სამართლიანი, სოციალურად კომფორტული წყობის დამკვიდრების იდეებით, მაგრამ, მეორე მხრივ, თავს შეიკავებდნენ რადიკალური დესტაბილიზაციისგან და დასახული მიზნების მიღწევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკის გაძლიერების პარალელურად შეეცდებოდნენ. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ქართველმა ლეიბორისტებმა საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელოვანწილად ამოწურეს და «მარცხენა ფლანგზე» სასურველია ახალი, გაცილებით მიმზიდველი, გონიერი ძალა გამოჩნდეს. საერთოდ, მოთხოვნა ახალ მემარცხენეებზე აქტუალურია მთელ დღევანდელ, კრიზისში მყოფ მსოფლიოში; საქართველოში კი ჰაერივით საჭიროა ახალი იდეები, იმისთვის, რათა მოქალაქეების კრიტიკულად დიდ ნაწილს თანდათან გაუქრეს განცდა, რომ გამოსავალი შექმნილი, აშაკარად უსამართლო სიტუაციიდან არ არსებობს. მათ უნდა დაინახონ სამართლიანი, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის მიმზიდველი და, ამავე დროს, რეალისტური პროგრამა.

ნუთუ სამართლიანობის აღდგენა, როგორც უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქვეყნის ცხოვრებაში, გულისხმობს მხოლოდ დამნაშავე მაღალჩინოსნების დასჯას ან თუნდაც მათ მიერ მიტაცებული ქონების კონფისკაციას, მაშინ, როდესაც საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით? არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები შიმშილით იღუპებიან, ემიგრაციის მასშტაბმა ყველა ზღვარს გადააჭარბა, ქართველი ქალის მუშაობა ბორდელში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ხოლო მამაკაცების არცთუ მცირე ნაწილს მონათმფლობელობის ხანისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგია და უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა. აღვიქვამთ თუ არა ასეთ საქართველოს სამართლიანად, თუნდაც ციხეში სააკაშვილის რეჟიმის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი მოხვდეს, რომელთაც ამ სიტუაციის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით? შესაძლოასამართლიანობისაღდგენა გაცილებით მასშტაბური რამ არისვიდრე წარმოგვიდგენია და,შესაბამისადგაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვსროდესაც 2012-შიუამრავი ადამიანი სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგს გაჰყვაბევრი მათგანიქვეტექსტში სოციალურ სამართლიანობასაც გულისხმობდა და ეს მოტივი არსადგამქრალა.

რა შეიძლება გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, ვიდრე ეკონომიკა არ გამოცოცხლდება (რაც ჯერჯერობით სათუოა), ხოლო ჰიპოთეტური «ახალი მემარცხენეები» (საიდან?) თავისი გენიალური იდეებით ასპარეზზე არ გამოჩნდებიან? რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, მან უნდა მკაცრად დაიცვას კანონი და (როგორც მინიმუმი, შეეცადოს) ყველანაირად შეზღუდოს «წილში ჩაჯდომის» პრაქტიკა; შესაბამის მცდელობებს ადგილი, სამწუხაროდ, დღესაც აქვს. ამასთანავე, მან უნდა დაანახოს მოქალაქეებს, რომ არსებობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გაცილებით კარგი, უსაფრთხო გზები, ვიდრე პოლიტიკური კარიერა (მასთან დღესდღეობით დაკავშირებული ნეპოტიზმით და ლიდერების მონური მორჩილებით) ან ფსევდო-ბიზნესი, «ჩალიჩი» ხელისუფლების ქოლგის ქვეშ, კანონდარღვევის ზღვარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებს დაძაბულობის მორიგ, ერთი შეხედვით, არალოგიკურ ზრდას, შემდეგ კი _ არსებითად სოციალურ უკმაყოფილებაზე დაფუძნებულ ბუნტს, ტოტალურ დესტრუქციას, რომელსაც ახალი ბელადები იმ დროისთვის აქტუალურ პოლიტიკურ ლოზუნგებში შეფუთავენ.

დათრგუნვის პოლიტიკარომელსაც სააკაშვილი მიმართავდაუშედეგო გამოდგადა მის რეჟიმთან კავშირის გაწყვეტაალბათარამხოლოდ ხელკეტის ქნევაზეუარის თქმას უნდა გულისხმობდესარამედ იმის აღიარებასაცრომ სახელმწიფოსაფუძვლიან გარდაქმნას მოითხოვსდღევანდელი ელიტისთვის კომფორტულიპირობების ხელოვნური დაკონსერვების მცდელობას კარგი არაფერი მოჰყვება.საჭიროა არამხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისარამედ მის მიერ შექმნილისოციალური გენოციდის კონვეიერის დემონტაჟი. შესაძლოა, ამისთვის საჭიროა ახალი ელემენტი სისტემაში, ახალი მემარცხენე ოპოზიცია, რადგან დღეს პარლამენტში წარმოდგენილი ძალები ამ ამოცანას, 99%-იანი ალბათობით, ვერ შეასრულებენ; ხილული დაპირისპირების მიუხედავად, ისინი იდეოლოგიურად ერთმანეთისგან არც ისე შორს დგანან. ბევრ მათგანს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია სხვა პრინციპებზე დაფუძნებული, მოქალაქეთა კეთილდღეობასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული საქართველო და, შეიძლება ითქვას, «წარსულის დეპუტატები» არიან; მათი წინდაუხედაობა შეიძლება ახალი, ამჯერად ნამდვილი რევოლუციის ფასად დაგვიჯდეს. ნუ დაველოდებით ავანსცენაზე ქართველი ფიდელ კასტროს და ჩე გევარას გამოსვლას, თორემ იმ მომენტში ფიქრი სოციალურად ორიენტირებულ რეფორმებზე უკვე დაგვიანებული იქნება.