სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ეკლესიაში კვირას მომხდარი ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით - დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეკლესიაში შეაღწია, ცეცხლი გახსნა და შემდეგ ასაფეთქებელი ჟილეტი აამოქმედა.
უსაფრთხოების წყაროს ცნობით, თავდასხმაში ორი მამაკაცი მონაწილეობდა, მათ შორის ის, ვინც თავი აიფეთქა.