ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ნაწილი ხვდება, რომ არჩევნების ბოლომდე უგულებელყოფა ნიშნავს მათ პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა გაქრობას, რადგან მაგალითად „ლელოს“ ლიდერებს, ან გახარიას არ წარმოუდგენიათ, რომ მუდმივად ქუჩაში უნდა იდგენენ

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ნაწილი ხვდება, რომ არჩევნების ბოლომდე უგულებელყოფა ნიშნავს მათ პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა გაქრობას, რადგან მაგალითად „ლელოს“ ლიდერებს, ან გახარიას არ წარმოუდგენიათ, რომ მუდმივად ქუჩაში უნდა იდგენენ

ოპოზიციის ნაწილი ხვდება, რომ არჩევნების ბოლომდე უგულებელყოფა ნიშნავს მათ პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა გაქრობას, რადგან მაგალითად „ლელოს“ ლიდერებს, ან გახარიას არ წარმოუდგენიათ, რომ მუდმივად ქუჩაში უნდა იდგენენ. რადიკალურად განწყობილ „ნაციონალებს“, როდესაც მათი ლიდერი „ვივამედში“ იმყოფება, არ წარმოუდგენიათ, რომ თვითონ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.

„ამის შემდეგ დადგნენ ამ დილემის წინაშე - შევიდნენ პარლამენტში, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა, აღიარებულია და მოუწევთ ამ დემოკრატიულ, კონსტიტუციურ ჩარჩოში პოლიტიკის გაგრძელება. ეს შეიძლება მათ ინტერესებში ყოფილიყო, მაგრამ არ იყო იმ გარე ძალების ინტერესებში, რომელთაც აქ ხელისუფლების, ანუ ე.წ. „რეჟიმ ჩეინჯინგი“ უნდოდათ თავისი კონკრეტული მიზნებისთვის და არავითარ შემთხვევაში დემოკრატიისთვის, რადგან არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ეს ეუთოს შუალედურმა და საბოლოო დასკვნებმა დაადასტურა. ამიტომ მათ უთხრეს, რომ ახლა რევოლუციური სცენარი უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.