სანამ შეერთებული შტატები, ევროპა, რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის მიმართ მუქარით არიან დაკავებულები, ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ მათ წინააღმდეგ უკვე ომობს. ისინი უკრაინაში და ღაზას სექტორში კონფლიქტით სარგებლობენ და ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდნენ“, - წერს ამერიკული Wall Street Journal.
„ისლამური სახელმწიფო“ - ისინი ყველა მუსლიმური რწმენის მტრები არიან და ყველა უნდა განადგურდეს“, - წერს WSJ-ის ორი რეპორტიორი, რომლებმაც თავიანთი კარიერა გაატარეს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფოს“ კონფლიქტების გაშუქებაში.
რეპორტიორენი წერენ, რომ ISIS-ს რუსეთთან სიძულვილის დიდი ისტორია აქვს. 2015 წელს დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ეგვიპტიდან აფრენილი რუსული ავიახაზების აფეთქებაზე. ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა. 2022 წელს „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში რუსეთის საელჩოს თავს დაესხა - დაიღუპა ორი რუსი დიპლომატი და ოთხი ავღანელი. გასულ პარასკევს კი, ISIS -ის მებრძოლები თავს დაესხნენ მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზს, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კრემლის წინააღმდეგ ისლამისტების ისტორიულ დაპირისპირებას შორისაა ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომები. ამჟამად ISIS გაბრაზებულია რუსული ოპერაციების გამო სირიასა და დასავლეთ აფრიკაში.
რატომ შეუტია „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკონცერტო დარბაზს მოსკოვში?
რეპორტიორები წერენ, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი წარმოჩინდა, როგორც მუსლიმების მტერი და მათი დევნის წყარო რუსეთში.
კროკუსზე თავდასხმა ავღანეთის ISIS-ის ვილაიათ ხორასანს მიეწერება. WSJ-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ის წარმოიშვა 2015 წელს აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც ოდესღაც ოსამა ბინ ლადენი იმალებოდა და თავდაპირველად, მისი სამიზნე, ძირითადად, ადგილობრივი შიიტური თემი იყო, რომელიც ISIS ქმედებას აკრიტიკებდა და სამშვიდობო მოლაპარაკებას აშშ-სთან აწარმოებდა.
„ამჟამად რუსეთზე ISIS- ხორასანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე გავლენა „თალიბანმა“ იქონია. „თალიბანი“ არის „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე საშიში დაჯგუფება, რომელსაც სხვა დაჯგუფებები ბაძავენ“ - , განუცხადა Wall Street Journal-ს ვაშინგტონში მდებარე Wilson Center-ის სამხრეთ აზიის ინსტიტუტის დირექტორმა, მაიკლ კუგელმანმა.
WSJ-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საზღვრების გაფართოება, რადგან სირიასა და ერაყში მან სრული დამარცხება განიცადა“. რუსეთში შეჭრა სწორედ ამ ნიმუშს ერგება, აღნიშნავს ლუკას ვებერი, სამხედრო კონფლიქტების კვლევის ცენტრის Militant Wire-ის თანადამფუძნებელი.
მიგრანტების დაქირავება
„ისლამური სახელმწიფოს“ სტრატეგია არის იშვიათი თავდასხმა, მაგრამ ზუსტი“, - განუცხადა გაზეთს რიკარდო ვალემ ისლამაბადის ჯიჰადისტური კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მათი მიზანია გამძლეობა და ძალის იმიჯის შექმნა, რათა მიმდევრები მიიზიდონ. „ისლამური სახელმწიფო“ მზად არის მოთმინებით დაელოდოს შესაფერის მომენტს დარტყმისთვის“.
„დღეს ისინი მოსკოვში არიან. ცოტა ხნის წინ ირანში იყვნენ. იქნება მეტი თავდასხმები, შესაძლოა, სხვა დედაქალაქებშიც კი“, - განუცხადა WSJ-ს სამხედრო ანალიტიკოსმა და თურქეთის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა, მურატ ასლანმა.
WSJ-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ისლამისტებისთვის სულ უფრო ადვილი ხდება მიგრანტების გადაბირება ცენტრალური აზიიდან, განსაკუთრებით კი რუსეთიდან.
„ხელისუფლების დამოკიდებულება მიგრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მათ რადიკალიზაციას“, - ციტირებს გაზეთი ვაშინგტონში ყირგიზეთის ყოფილი ელჩის, კადირ ტოქტოგულოვის სიტყვებს.