რომის პაპის ტერმინმა „თეთრი დროშა“ უკრაინაში გაღიზიანება გამოიწვია

რომის პაპის ტერმინმა „თეთრი დროშა“ უკრაინაში გაღიზიანება გამოიწვია

რომის პაპმა ფრანცისკე ტელეკომპანია RSI-დან რუსეთსა და უკრაინას მოლაპრაკებებისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, ის, ვინც ხედავს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, ვისაც თეთრი დროშის აფრიალების გამბედაობა აქვს, მას მოლაპარაკებაც შეუძლია. დღეს კი ორივე ქყვეყანას მოლაპარაკება საერთაშორისო ძალების დახმარებით შეუძლია. სიტყვა „მოლაპარაკებები“ თამამი სიტყვაა. 

როცა ხედავ, რომ მარცხდები, ხედავ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის. გრცხვენიათ? მაგრამ რამდენი სიკვდილით დასრულდება ეს? აუცილებლად უნდა მოიძებნოს შუამავალი ქვეყანა. დღეს, მაგალითად, უკრაინის ომში ბევრია შუამავლობის მსურველი. თურქეთმა ამისთვის თავი შესთავაზა. არ უნდა შეგრცხვეთ მოლაპარაკების, სანამ კიდევ ყველაფერი არ გაუარესებულა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ერთი დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ დიმრ ზელენსკის სტამბულში შეხვედრის შემდეგ შესთავაზა სამშვიდობო სამიტის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით ომის დასასრულებლად.

ზელენსკის მშვიდობა სურს, მაგრამ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მისაცემად მზად არ არის. უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და საზღვრების აღდგენას. კრემლმა კი კიევის მიერ წამოყენებული პირობებზე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან ინტერვიუ ჩაწერილია თებერვალში, ერდოღანის წინადადებამდე დიდი ხნით ადრე, აღნიშნავს Reuters და გამომცემლობის ცნობით ინტერვიუს სრული ვერსიას საზოგადოება 20 მარტს იხილავს.

სააგენტოს ცნობით, რომის პაპმა უკრაინის ომის საუბრისას ტერმინი „თეთრი დროშა“ პირველად გამოიყენა.

რომის პაპის განცხადებას უკრაინის ხელისუფლება უმალვე გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებათქმით, მათი ქვეყნის დროშა არა თეთრი, არამედ ყვითელი და ლურჯია.

„ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლის ქვეშ ვცხოვრობთ და ვკვდებით. ჩვენ არასდროს აღვმართავთ სხვა დროშებს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში.

ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა, მკვეთრად გააკრიტიკა რომის პაპის ფრანცისკე განცხადება.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურთის ინტერვიუს გამო, ვატიკანის სპიკერს განმარტებების გაკეთება მოუწია. მისი თქმით, რომის პაპი საუბრობდა საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და არა უკრაინის პირდაპირ დანებებაზე.