იაგო ხვიჩია: მგონი, „ლელოს“ მიზანია მათი ლიდერების გართობა, ხალხი ასაკშია, ბევრი ფული აქვთ და ასეთი გართობის ფორმა მოიფიქრეს

იაგო ხვიჩია: მგონი, „ლელოს“ მიზანია მათი ლიდერების გართობა, ხალხი ასაკშია, ბევრი ფული აქვთ და ასეთი გართობის ფორმა მოიფიქრეს

მე მგონი, „ლელოს“ მიზანია მათი ლიდერების გართობა, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „ლელოს“ ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებს.

„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლა არ ემუქრება და მე უნდა ვიმარჩიელო, რა მოხდება, „ლელო“ თუ ამას გააკეთებს? მე მგონი, „ლელოს“ მიზანი არის მათი ლიდერების გართობა. ხალხი ასაკშია, ბევრი ფული აქვთ და როგორ შეიძლება გაერთო სხვაზე უკეთ ამ ქვეყანაში, გართობის ასეთი ფორმა მოიფიქრეს. თქვენ შეიძლება, მოგეწონოთ ან არ მოგეწონოთ, მაგრამ ფული მათია, პარტია მათია და როგორც უნდათ, ისე გაერთობიან თავიანთი ფულით და პარტიით, რა პრობლემაა ამაში?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.