ბადრი ჯაფარიძე: კომიტეტებში, სესიებზე, ყველგან, სადაც „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ემსახურება 9 რეკომენდაციის შესრულებას, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას პროცესის იმიტაციაში

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კომიტეტებში, პლენარულ სესიებზე „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ემსახურება 9 რეკომენდაციის შესრულებას.

მისი თქმით, „ლელო“ არ მიიღებს მონაწილეობას პროცესის იმიტაციაში.

„კომიტეტებში, პლენარულ სესიებზე, ყველგან, სადაც „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ამ 9 რეკომენდაციის შესრულებას ევროკომისიის სტანდარტის შესაბამისად. ჩვენ აქ ყველა პროცესში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას პროცესის იმიტაციაში“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ნორმების ცვლილება, ანტიკორუფციულ ბიუროსა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაზე მსჯელობა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის ფარგლებში დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გაწერილი საკითხებია. „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პროცესს ემიჯნება და ბოიკოტს განაგრძობს.