შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება, - ამის შესახებ X-ზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს.
„მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობაც თაობების განმავლობაში იპოვის გამოძახილს. შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ ვერ წაართვა ღირსება. დემოკრატიისთვის მისი ბრძოლა გრძელდება“, - წერს მეცოლა.