საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე, იტალიასა და რუმინეთს საერთო პოზიცია აქვს. ამის შესახებ იტალია-რუმინეთის მთავრობათაშორის სხდომაზე იტალიის პრემიერმა, განაცხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ბევრი საერთო მიზანი და ხედვა აერთიანებს.
ასევე ხაზი გაესვა ბალკანეთის ქვეყნების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჯორჯა მელონი და მარჩელ ჩოლაკუ 15 თებერვალს რომში, იტალია-რუმინეთის მთავრობათაშორისი სხდომის ფარგლებში შეხვდნენ.
მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება დაეთმო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს და ევროკავშირის გაფართოების საკითხს.