ალეკო ელისაშვილი: გულწრფელი სინანული თუ იგრძნობა, მარტივი იქნება მიტევება, მაგრამ ჯერჯერობით მე ამ სინანულს ვერავისგან ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“

ალეკო ელისაშვილი: გულწრფელი სინანული თუ იგრძნობა, მარტივი იქნება მიტევება, მაგრამ ჯერჯერობით მე ამ სინანულს ვერავისგან ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“

თუ მართლა გულწრფელად გააზრებული გაქვს, რომ დააშავე, თან პოლიტიკურ შეცდომაზე ხომ არ არის აქ საუბარი, ძალიან არაადამიანურ რამეებზეა საუბარი: ტელევიზიის დარბევაზე, ხალხისთვის თავ-პირის დალეწვაზე, წამებაზე, არაადამიანურად მოპყრობაზე. თუ ხვდები, რომ ეს შენ გაქვს გაკეთებული, ხვდები რა, ყველამ ვიცით, რომ შენ გაქვს გაკეთებული, მაშინ სინანულიც უნდა იგრძნობოდეს, - ნიკა გვარამიას ინტერვიუ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა შეაფასა.

„ეს თუ გააზრებული გაქვს, სინანულიც თუ იგრძნობა შენგან, ოღონდ ცალყბად კი არ უნდა ამბობდე, რომ უი, ვნანობ და მეტს აღარ ვიზამ და თან „ნიჩურიტი“ რომ გაქვს და ერთი სული გაქვს იგივე გაიმეორო, ასე არა. გულწრფელი სინანული თუ იგრძნობა, მარტივი იქნება მიტევება, მაგრამ ჯერჯერობით მე ამ სინანულს ვერავისგან ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის“.