„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ნიკა გვარამია „გირჩი ტვ“-ს ეთერში გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა.
„ეს არის ის ხაფანგი, რომელიც „ქართული ოცნების“ ინტერესებს მოემსახურება ავტომატურად. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ საზოგადოება მუდმივად წარსულზე მსჯელობდეს. ამ წარსულის ქექვითა და მასზე მსჯელობით ჩვენ აწმყოც დავკარგეთ და მომავალსაც დავკარგავთ“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის“.