სუბარი გვარამიას სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს" უწოდებს.
"ფაქტია, რომ "იმედში" შეჭრასთან დაკავშირებით, სწორედ ის ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციას და, გახმოვანებასთან ერთად, ის ადგენდა იმ ბოროტ სქემებს. ამას ის ვერ ჩამოირეცხავს ვერასდროს და რაც არ უნდა დღეს ვითომ აღიარებები ჰქონდეს, თუ არ იქნება აღიარება სასამართლოს წინაშე და თუ არ იქნება სინანული ამ ყველაფრის გამო გამოთქმული, ბუნებრივია, ის დარჩება ამ რეჟიმის არა მხოლოდ სახედ, არამედ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ", – განაცხადა სოზარ სუბარმა.