შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებულ სტიქიური მოვლენებზე, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადებული საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა

შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებულ სტიქიური მოვლენებზე, უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადებული საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა

რამ გამოიწვია შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენები - უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მომზადებული საბოლოო დასკვნა უკვე ცნობილია.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ნერგეეთში კლდიდან ზვავის ჩამოშლა უხვმა ნალექმა განაპირობა. რაც შეეხება შოვში განვითარებულ მძიმე პროცესებს, ირკევა, რომ საბოლო დასკვნა პირველადი დასკვნის იდენტურია, რაც ადასტურებს, რომ მდინარე ბუბის ხეობაში წყლის დაგუბებას ადგილი არ ჰქონია.

შვეიცარიელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სარეკომენდაციო ნაწილსაც შეიცავს. სპეციალისტების განმარტებით, გლობალური კლიმატის პირობებში, მეწყრული პროცესების მომატების რისკი არსებობს და სწორედ ამიტომ უნდა შემუშავდეს ახალი მიდგომები.

მათივე თქმით, პრევენციისთვის მხოლოდ განგაშის ნიშანი ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, რადგან მათივე განმარტებით, შოვშიც და ნერგეეთშიც კვლავ არსებობს საფრთხე, რომ მეწყრული პროცესი განვითარდეს.