ჩილეს ხელისუფლება მიგრანტთა უბანში გაჩენილი ხანძარს მიზეზს იძიებს, რის შედეგადაც ვენესუელის 14 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა კორონელში მოხდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რვა ბავშვია. გავრცელებული ცნობით, 3 ოჯახი 2 სახლში ცხოვრობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი კუსტარულად დამზადებული ღუმელიდან გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.