ვატო შაქარიშვილი: ის ევროამერიკული ნაცარი, რომელსაც თვალებში აყრიან, ოდნავ გაქექონ, სადაც დაინახავენ ბაჩო ახალაიას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას

ვატო შაქარიშვილი: ის ევროამერიკული ნაცარი, რომელსაც თვალებში აყრიან, ოდნავ გაქექონ, სადაც დაინახავენ ბაჩო ახალაიას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას

მინდა ვურჩიო ადამიანების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც შეცდომაში შეიძლება შეიყვანონ, ის ევროამერიკული ნაცარი, რომელსაც თვალებში აყრიან, ოდნავ გაქექონ, სადაც დაინახავენ ბაჩო ახალაიას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას, - განაცხადა გადაცემაში იმედი LIVE“ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

მას კითხვა დაუსვეს ოპოზიციის გეგმების შესახებ, რომელიც არჩევნების შემდეგ რევოლუციასა და არეულობას უკავშირდება.

თარიღების ჩამოკიდება არახალია, 13 წელია ამას ვუყურებთ, შორს რომ არ წავიდეთ შარშანდელ ხმამაღალ კამპანიას შეგახსენებთ, რომელსაც თაღლითი ხაზარაძის პარტია აწარმოებდა - უკუათვლა დღეების, თუ რამდენ ხანში გაიქცეოდა“ ქვეყნიდან ბიძინა ივანიშვილი და მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ზოგადად რევოლუციას სჭირდება რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება: 1. კრიტიკული რაოდენობა იმ ხალხისა, რომელიც ითხოვს რევოლუციას; 2. სუსტი სახელმწიფო, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები; 3. სუსტი ლიდერები ან ლიდერთა ჯგუფი. გუშინ ჰქონდათ შიგ ევროპული აქციების საიუბილეო დღე და ნახეთ, რომ 300 ადამიანიც კი ვერ შეკრიბეს მათ. ასევე შეგახსენებთ 13 სექტემბერს, რომელიც ამ რევოლუციურმა კომიტეტმა დაგვიანონსა როგორც გენერალური რეპეტიცია რევოლუციისა და ვნახეთ, რომ არც ეს შედგა. რაც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს, თვალნათელია, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პოლიტიკური გუნდიც არის ერთიანი, შეკრული და ეფექტურიც. მარგინალები რევოლუციებს ვერასდროს აკეთებენ. მინდა ვურჩიო ადამიანების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც შეცდომაში შეიძლება შეიყვანონ, ის ევროამერიკული ნაცარი, რომელსაც თვალებში აყრიან, ოდნავ გაქექონ, სადაც დაინახავენ ბაჩო ახალაიას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი, რომელიც ლორთქიფანიძესთან ერთად იდგა იმ განეიტრალებული ბომბის უკან, რომელიც საქართველოში შემოაგზავნეს. ფარდის უკან ახალაიაა, ფარდის წინ მაწყევარი ქალებითაღლითი ბურჭულაძე, რომელიც გაჭირვებული ბავშვების ფულს იკავებდა. ასევე, ადამიანები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნამ, ვნახეთ რაც მოიტანა“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.