საქართველოში ქალთა სამეწარმოო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით აფბა და „ქალები საქართველოს რეგიონში“ for.ge-ს პრეს-კლუბში მემრანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ეხება ქალთა სამეწარმოო საქმიანობის გაუმჯობესებას საქართველოში და მიზანად ისახავს ხელმომწერ მხარეებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას ქალთა სამეწარმეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად და მეწარმე ქალთა უფლებების დასაცავად.
ეს მემორანდუმი უმნიშვნელოვანეს ამოცანად ისახვს უცხოური ფონდების მოძიებას, ხელმისაწვდომობის გაზრდას დაბალპროცენტიან კრედიტებზე, ფინანსებზე, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი მეწარმე ქალებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყების მსურველი ქალბატონებისათვის.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები რეგიონში მცხოვრებ ქალებს სთავაზობენ მომსახურების კომპლექსს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელმისაწვდომობას, სამეწარმეო საქმიანობაში ქალთა აქტივობის გაზრდას, კანონმორჩილების ხარსისხის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი კონსულტანტების მოწვევა.
აფბა-ს პრეზიდენტის ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, მემორანდუმი უმნიშვნელოვანეს ამოცანად ისახვს უცხოური ფონდების მოძიებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას დაბალპროცენტიან კრედიტებზე.
„ჩვენი მემორანდუმი ეხება ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხს, ეს არის რეგიონებში ქალთა არასახარბიელო მდგომარებას, რომელიც უდავოდ გამოსწორებას საჭიროებას. საზოგადოების ამ ნაწილის გააქტიურება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორი რესურსის, ერთი მხრივ ქალთა რესურსის და მეორე მხრივ ახალგაზრდების რესურსის გაერთიანება, გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.
როგორც „ქალები საქართველოს რეგიონში“ გამგეობის თავმჯდომარემ ნაირა ალავერდაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებში მიგრაციის შეჩერებას და მეორე, სიღარიბის ფენიმიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მისი თქმით, პროექტის აქტუალობა განაპირობა საქართველოს სოფლებში შექმნილმა უაღრესად მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და მეორე მხრივ საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულმა რთულმა სიტუაციამ.
„ამ პროექტის მიზანია უცხოური ფინანსების მოზიდვა და ხელისაწვდომობის გაზრდა ქალებისათვის კრედიტებზე და ფინანსურ რესურსებზე, როგორც ბიზნესის დამწყები ქალბატონებისთვის, ასევე იმათთვის ვინც უკვე აწარმოებს საქართველოს რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესს. გარდა ამისა, გვაქვს კომპლექსური სერვისის შეთავაზება, ეს გულისხმობს სამეწარმოო კულტურის ამაღლებას, მეწარმეობაში ქალთა ჩართულობის გაზრდას და ზოგადად, ქალთა ცნობიერებას ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნაირა ალავერდაშვილმა.