კბილაშვილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა

კბილაშვილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა

მთავარი პროკურორი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმაზე, თუ რა ხორციელდება ქვეყანაში სამართალდაცვითი კუთხით, რა გამოწვევები არსებობს და როგორ წარმოუდგენიათ ამ გამოწვევებთან გამკლავება. არჩილ კბილაშვილთან შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. განხილვის თემა მიმდინარე პროცესები იყო.

შეხვედრის დასარულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთეს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი აცხადებს, რომ გენერალურმა პროკურორმა განმარტებები გააკეთა ბოლომდე მიუყვანელ საქმეებთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინა გეგმა, როგორ აპირებს პროკურატურა სამართლის აღდგენას ქვეყანაში.

„ძალიან მწყობრად ჩამოაყალიბა ყველაფერი. მერწმუნეთ, ეს რომ მოქალაქეებმა წაიკითხონ ბევრი მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ შეცდომაა ის, რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, გაიგებს, რომ სიმადვილეში ეს სიკეთისკენაა მიმართული. ჩვენ დაგვარწმუნა ბატონმა არჩილმა, რომ ფუნდამეტურად უდგება ეს ხელისუფლემა სამართლებლივი სახელმწიფოს შექმის საკითხს. დიდი ფუფუნებაა სამართლებლივი სახელმწიფოს შექმნა, ცივილიზებული ქვეყნები წლების გამანვლობაში მიდიოდნენ აქეთკენ, ჩვენთან ასე უცბად არ გაკეთდება“, - აცხადებს თემურ ნანეიშვილი.

გენერალური პროკურორის განმარტებით, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას და შესაბამისად, აცნობიერებს დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გააჩნია.

„ეს შეხვედრა მინდა სასარგებლო აზრთა ურთიერთგაცვლისთვის იყოს. ამჯერად ვისაუბრებთ, თუ რა ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში სამართალდაცვითი კუთხით. რა გამოწვევები არსებობს და როგორ წარმოგვიდგენია მათთან გამკლავება, შემდეგ კი თქვენს შეკითხვებს ვუპასუხებთ.

უკვე 11 თვეა, რაც მთავარი პროკურორი ვარ. ეს იყო სრულიად მოულოდნელი შეთავაზება ჩემთვის, რადგან სახელმწიფო სამსახურში არასდროს მიმუშავია და 1993 წლიდან, რაც თსუ დავამთავრე, ადვოკატი ვიყავი.

ბოლო პერიოდში, როცა საადვოკატო ხაზით რაიმე რეალური შედეგის მიღწევა შეუძლებელი გახდა, იძულებელი გავხდი ადვოკატის საქმიანობაზე დროებით ხელი ამეღო. ბედად გამოჩნდა ივანიშვილი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მოხდა ისე, რომ მას ერთდროულად დასჭირდა ჯერ საადვოკატო მომსახურება, მოგვიანებით კი, ეს მისივე თხოვნით, პოლიტიკურ საქმიანობაში გადაიზარდა“, - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

კბილაშვილს განმარტებების გაკეთება მოუწია მისი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებით. როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, ის ახორციელებს იმ ფუნქციას, რაც მას აკისრია. კბილაშვილის განმარტებით, მისი ბრძანების საფუძველზე პროკურატურაში ფუნქციები გამიჯნულია და მთავარი პროკურორის მოადგილეებს უფლებამოსილება გადანაწილებული აქვთ. 

„კერძოდ, ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით ესაა სისტემაში წარმოებულ გამოძიებაზე ზედამხვედველობა. ასევე ფინანსურ პოლიციაში წარმოებული გამოძიების ზედამხვედველობა, ტერიტორიულ ორგანოებზე წარმოებულ საპროკურორო საქმიანობის ზედამხვედველობა და ა.შ. მოკლედ, ყველა მოადგილე თავის ფუნქციას ასრულებს და ამ მხრივ რამე განსხვავებული არ ხდება. იმის გამო, რომ გამოძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც პროკურატურა ახორციელებს და ეს ლაშას საკურატორო სფეროა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს უდგას სათავეში და ახორციელებს იმ ფუნქციას, რაც მას ეკისრება“, - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის განმარტებით, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, მან უწყებაში ფუნქციები გადაანაწილა და ყველა ადამიანი თავის საქმეს აკეთებს.

„ამდენად, მიმდინარეობს სრულიად ბუნებრივი პროცესი, ამ მხრივ, რამე განსხვავებული ჩვენს შემთხვევაში არაა. შეიძლება გაკვირვებას იწვევს ეს ფაქტი, რადგან წარსულში, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლამდე, ყველა საკითხს ერთი ადამიანი, იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი წყვეტდა, რომელიც ამავდროულად გენერალური პროკურორიც იყო. ჩვენს რეალობაში კი, ფუნქციათა განაწილება მოხდა. ყველა ადამიანი თავის ფუნქციას ასრულებს“, - განმარტა მთავარმა პროკურორმა. ამასთან, არჩილ კბილაშვილმა 11 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, მისთვის რაიმე სიახლე ცნობილი არ არის.

ამასთან, მთავარი პროკურორი არ იზიარებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში განხორციელებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით.

„ცალკეული მოსაზრება, რომ საქართველოში, შესაძლოა, პოლიტიკურ დევნას ჰქონდეს ადგილი, ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული უწყების ან დაწესებულების მოსაზრება, ესაა მხოლოდ ცალკეული მოსაზრებები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთგზის გვითქვამს - ყველა პროცედურა დადგენილი წესითა და მტკიცებულებების საფუძველზე ხორციელდება და შესაბამისად, ამ აზრს ვემიჯნებით“, - განუცხადა კბილაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.