დავით ქართველიშვილი „თავისუფლების აკადემია: ცვლილებების სკოლაზე“: თუ თქვენ განწყობილნი ხართ ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ, ემხრობით მშობლების დანომვრას და სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება თქვენი მიზანი არ არის, მაშინ…

დავით ქართველიშვილი „თავისუფლების აკადემია: ცვლილებების სკოლაზე“: თუ თქვენ განწყობილნი ხართ ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ, ემხრობით მშობლების დანომვრას და სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება თქვენი მიზანი არ არის, მაშინ…

„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ…“ - ამის შესახებ „ზალხოა ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „თავისუფლების აკადემია - ცვლილებების სკოლა“ განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგაა განწყობილი, ვინც მშობლების დანომვრის მომხრეა და ვისთვისაც სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება რუსულ საქმესთან ასოცირდება.

„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ:  დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე;  გაღიზიანებთ ლეგენდა წილხვდომილობაზე;  ნერვებს გიშლით ცოცხალი პატრიარქი;  ხელები გექავებათ ეკლესიის ასაფეთქებლად;  ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი;  ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად;  გულის სიღრმეში სახელმწიფო ენად უკრაინულს აღიარებთ;  თქვენი წინაპრები კანიბალები იყვნენ;  სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ “ - წერს დავით ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli დავითი ყოველთვის დალაგებულად და გასაგებად წერს. ახლა ეს რა არის, რა ხდება, ვერაფერი გავიგე??!!
2 წლის უკან