„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 42 წელი შესრულდა

„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 42 წელი შესრულდა

დღეს 42 წელი შესრულდა ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან - 1980-81 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით 2:1 დაამარცხა.

1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში მიღწეული წარმატება პირველი და დღემდე ერთადერთი ტიტულია, რომელიც ქართულმა გუნდმა ევროთასებზე მოიპოვა და ქართულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად არის მიჩნეული.