ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე, ადეიშვილსა და კეზერაშვილზე: ე.წ. „ტროიკა“ ისევ შეიკრა - როგორც ადრე საკუთრებად მიაჩნდათ მთელი ქვეყანა, დღესაც საკუთრებად მიაჩნიათ პარტია

ბაჩო დოლიძე მერაბიშვილზე, ადეიშვილსა და კეზერაშვილზე: ე.წ. „ტროიკა“ ისევ შეიკრა - როგორც ადრე საკუთრებად მიაჩნდათ მთელი ქვეყანა, დღესაც საკუთრებად მიაჩნიათ პარტია

ე.წ. „ტროიკა“ ისევ შეიკრა - როგორც ადრე საკუთრებად მიაჩნდათ მთელი ქვეყანა და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც საკუთრებად მიაჩნიათ პარტია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „ქრონიკასთან“ ვანო მერაბიშვილზე, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ამით ძალიან ცუდ საქმეს უკეთებენ საერთო საქმეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა აქვს გამოწვევა - ან ჩვენ შევძლებთ ვიბრძოლოთ კონკრეტული დადებითი რეზულტატისთვის ან „ნაციონალურ მოძრაობის“ ეს კონფიგურაცია ყველაზე სასურველ მეტოქედ დარჩება ბიძინა ივანიშვილისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი -ამის შესახებ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა. ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას" მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს.

მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა, ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.