ირაკლი ჩიქოვანი GORBI-ს კვლევაზე: ეს ციფრები ნათლად აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ მეტი მხარდაჭერით სარგებლობს

ირაკლი ჩიქოვანი GORBI-ს კვლევაზე: ეს ციფრები ნათლად აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ მეტი მხარდაჭერით სარგებლობს

ეს ციფრები ნათლად აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ მეტი მხარდაჭერით სარგებლობს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს არის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ქვეყანაში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა GORBI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.

„საბოლოო კვლევები ყოველთვის არის არჩევნები და რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წლის არჩევნებზეც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვექნება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.