„ქართული კლუბი“ უერთდება და სრულად იზიარებს 30 აპრილის აქციის სულისკვეთებას. გვჯერა, რომ ეს აქცია წარმოადგენს ეროვნულ ყრილობას, სადაც ყველანი მოვდივართ, რათა ერი სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის - რასაც ოდითგანვე ქართულად „სჯული“ ჰქვია, გარშემო გავერთიანდეთ.
სწორედ ეს - სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის გარშემო ეროვნული გაერთიანება და არა უკვე აშკარად ანტი-ეროვნული მიზნების მქონე, გარედან თავსმოხვეული პროცესი, რასაც მაცდუნებლად „დემოკრატიულ კონსოლიდაციას“ უწოდებენ, მით უფრო არა - ე.წ. ჰანტინგტონის ტესტის ჩაბარება, არის ამჟამად ერთადერთი, უალტერნატივო დღის წესრიგი, რაც ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებშია. დემოკრატიის ეს ტესტი, რის ჩაბარებასაც საქართველოს დაჟინებით და კატეგორიულად სთხოვენ ასეა ფორმულირებული: „დემოკრატია კონსოლიდირებული (შეუქცევადი) ხდება მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური ძალა, რომელმაც დემოკრატიული არჩევნებით დათმო ხელისუფლება, მორიგ არჩევებში იბრუნებს მას“. მაშასადამე, საქართველოს რეალობაში „დემოკრატიული კონსოლიდაციის“ ეს ჰანტინგტონისეული „დოგმატი“ ნაცების რეჟიმის რესტაცრაციად „ითარგმნება“, რაც სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის, ანუ თანამედროვეობაში - კონსტიტუციურობის, ძველთაგანვე კი - „სჯულის“, უშუალო და პირდაპირი, მომაკვდინებელი საფრთხეა. ეს სწორედ ის საფრთხეა - რასაც „უსჯულოებას“ ვუწოდებთ ქართველნი. ასეთნაირად, უკუღმართულ-დოგმატურად გაგებული „დემოკრატიული კონსოლიდაცია“, პრაქტიკულად ხელისუფლების არაკონსტიტუციური შეცვლის, მაშასადამე, არა მხოლოდ მისი, არამედ კვლავაც „დემოკრატიის სახელით“ სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის დამხობის მორიგი პროექტია. რა მოქავს მსგავს უსჯულოებას, ე.წ. რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებებს,სისხლიანს და თუნდაც ერთი შეხედვით, თავიდან უსისხლოს, კარგად გვაქვს არაერთგზის გამოცდილი. ამ მწარე გამოცდილების მქონეთ, არ გვიჭირს გარედან თავსმოხვეული, უკიდურესად დესტრუქციული დღის წესრიგის სწორედ წაკითხვა, მისგან მოსალოდნენლი ბოროტების ამოცნობა. ამ საშიშროებას, რასაც ყველა ქართველი, ვისაც კი არ დაუკარგავს სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის - ოდითგანვე „სჯულის“, დღეს იგივე - კონსტიტუციის, მიმართ ერთგულება, ეროვნული კონსოლიდაციით უნდა დაუხვდეს.
ჩვენი მიზანი არ არის ვინმესთან დაპირისპირება, არამედ სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის დაცვაა. შეუძლებელია ეს დავთმოთ, ამიტომაც ვუპირისპირდებით არა ვინმეს, არამედ თავსმოხვეულ დესტრუქციულ დღის წესრიგს, იმას, რაც გვთიშავს, გვაშფოთებს, სიმშვიდეს გვირღვევს, გარჯით შექმნილი სულეირი, სოციალური თუ მატერიალური კაპიტალისგან განგვძარცვავს, შემდეგ - ერთი-მეორის სამტროდ განგვაწყობს, ფეხს ქვეშ გამოგვაცლის სახელმწიფოებრიობის საერთო ნიადაგს და საბოლოოდ, ამ ქვეყნის ბოროტი ნებისადმი დამორჩილებისკენ არის მიმართული.
ამ დესტრუქციული დღის წესრიგიდან გამოსვლა, მისი დასრულება, რასაც ემსახურება 30 აპრილის ეროვნული ყრილობა, ქართველი ერისა და სახელმწიფოს მთავარი ამოცანა და მიზანია დღეს. საჭიროა არა არეულობა - არამედ წესრიგი. არა უსამართლობა, არამედ სამართლიანობა. არა უსჯულოება, არამედ სჯული. არა გადატრიალებები და ე.წ. რევოლუციები, არამედ - კონსტიტუციურობა. არა ომი, არამედ მშვიდობა!
ამ მიზნის მისაღწევად „ქართული კლუბი“ მიიჩნევს და მტკიცედ სჯერა: ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს პოზიტიური დღის წესრიგი, რაც წესებზე დაფუძნებული, ცივილიზებული ურთიერთობებით მიიღწევა და რაც უზრუნველყოფს პატიოსანი შრომითა და გარჯით, სჯულზე მტკიცედ დგომით ქვეყანაში სულიერი, სოციალური თუ მატერიალური „კაპიტალის“ დაგროვებას, ქვეყნის აღორძინებასა და შენებას. ამისთვის უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია:
- დღევადელ ომიანობაში, როცა ძირფესვიანად ირყევა მსოფლიო წესრიგი, შეუწყნარებელია და ძალზე საშიში, გამძაფრდეს ვითარება, როცა ქვეყნის საგარეო ორიენტაცია და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ფაქტობრივად - შიდა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ა.შ. პროცესების შინაარსსაც და მათ სახესაც. როცა იცვლება მსოფლიო „მოდუს ვივენდი“, წარმოუდგენელი ხდება იმგვარი „მოდუს ოპერანდის“, რაც ფორმალურად საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა გამოხატული, „კატეგორიულ იმპერატივად“ წარმოდგენა. რასაკვირველია, ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე უგუნური, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას და მაგ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის გადახედვას. მით უმეტეს, ჩვენ არ ვითხოვთ და მეტიც, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია საქართველოს საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ცივილიზაციური არჩევანის, უფრო სწორედ, უფლის ნებით დადგენილი ხვედრის - ქართველთა ქვეყანა უძველესი დროიდან ქრისტიანული, ევროპული ცივილიზაციის ნაწილია - რაიმე სახით ეჭვს ქვეშ დაყენება. მაგრამ ამავდროულად, ასევე აბსოლუტურად მიუღებელია, რომ კონსტიტუუცის ეს გარდამავალი დებულება, მისი 78-ე მუხლი გახდეს მთავარი განმსაზღვრელი ნორმა-პრინციპი, ისეთი „კატეგორიული იმპერატივი“, რაც ნებისმიერ ვითარებაში, მიუხედავად ჩვენს რეგიონში თუ მსოფლიოში მიმდინარე რყევებისა თუ ძირეული ცვლილებებისა, გვაიძულებს მუდამ გარეშე კარნახით ვიცხოვროთ, გარეშე დღის წესრიგს მივსდიოთ. მაგ. ყველაფრის ფასად შევასრულოთ ეს ყბადაღებული „12 პუნქტი“ და თურმე ქვეყანა ჭირსაც წაუღია! დიახ, საგარეო ორიენტაცია, მით უმეტეს - ცივილიზაციული კუთვნილება გადახედვას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ გარდამავალი 78-ე მუხლის გამო, როგორც ამას მოითხოვენ და რასაც 7-8 მარტის მოვლენების დროს ხაზგასმით გვავალდებულებდა ჩვენდა სავალალოდ ფაქტიურად ამბოხებულების მხარეს გადასული ქ-ნი პრეზიდენტი, დავთმოთ კონსტიტუციური წესრიგი, სუვერენობა, სახელმწიფოებრიობა; ყალბად გაგებულ საგარეო, სინამდვილეში კი კონიუნქტურულ და არაჯანსღ პოლიტიკურ მიზნებს ვანაცვალოთ ამ გარდამავალი დებულების გამოკლებით, კონსტიტუციის მთელი შინაარსი, დავთმოთ სამართალი, სამართლიანობა და სამართლის იდეა, გავწიროთ სჯული და ქედი მოვიხაროთ მათ წინაშე, ვინაც არა მხოლოდ გვემუქრება, არამედ სწორედაც უსჯულოების ამაზრზენი დემონსტრაცია მოაწყო რუსთაველზე!
ამასთან, ხაზგასასმელია: კონსტიტუციის 78-ე მუხლი - დიახ, ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს ყველა ზომის მიღებას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ - საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში! არავის, არც ერთ სახელმწიფო ორგანოსა თუ თანამდებობის პირს არ შეუძლია, უფლება არა აქვს რაიმე ისეთი ზომის მიღება, რაც მისი უფლებამოსილებების მიღმაა, მით უმეტს - რაც სამართლით აკრძალულია, იმთავითვე უკანონოა და უსამართლო! გარდა ამისა, ასევე მძიმე შეცდომაა, შესაძლოა, უარესი - დანაშულიც, რომ 78-ე მუხლმა საქართველოს შეუზღუდოს ახალ მსოფლიო წესრიგში, რაც ჯერ კიდევ არ შექმნილა, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ყალიბდება, სუვერენულად გამონახოს მისთვის ხელსაყრელი „მოდუს ოპერანდი“. მით უფრო, რომ საქართველოს ისტორიული როლია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სწორედ წესებზე დამყარებული, ცივილიზებული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ამ ფუნქციის შესასრულებლად არ შეიძლება შემაფერხებელი იყოს და ცხადია, ხელოვნური, მავნე და საერთაშორისოდაც საშიშიც იქნება, თუკი ვინმე ეცდება „შუა დერეფანში“ საქართველოს კუთვნილი ღირსეული ადგილის ხელყოფას იმ მიზეზით, რომ თურმე, ეს ჩვენს საგარეო ორიენტაციას შეცვლის. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ცივილიზაციური კუთვნილების ურყევობის შენარჩუნებით ახალ რეალობაში ადაპტაციისათვის აუცილებელი ხდება, რათა საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების საფუძველზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ორგანულ გაგრძელებად ჩამოყალიბდეს, რაც ასევე ხელს შეუწყობს და დაეხმარება საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, წესებზე დამყარებულ, ცივილიზებულ საერთაშორისო ურთიერთობებს ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოშიც.
- ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საშინაო პოლიტიკა კი სრულიად შეუთავსებელია დღევანდელ თავსმოხვეულ დესტრუქციულ დღის წესრიგთნ. ის უნდა დასრულდეს. ამისათვის კი აუცილებელია სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის გარშემო ეროვნული კონსოლიდაცია, დესტრუქციულის ნაცვლად პოზიტიური, მშვიდობაზე, სამართლიანობაზე, შენებაზე, სულიერი, სოციალური თუ მატერიალური სიკეთეების დაგროვებაზე, სიდუხჭირის საბოლოო დაძლევასა, წელში გამართვასა და მოღონიერებაზე, არა ნგრევაზე, არამედ - შენებაზე ორიენტირებული დღის წესრიგის შექმნა! ეს უწინარესად ნიშნავს კონსტიტუციური წესრიგის, სამართლისა და სამართლიანობის განმტკიცებას ყველა მიმართულებით. ამ თვალსაზრისით „ქართული კლუბი“ მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანმიმდევრული რეფორმების გატარება. მათ შორის გამოვყოფდით:
ა) პარტიულ-პოლიტიკური სისტემის რეფორმას. ასეთი რეფორმის მიზანი უნდა იყოს პატიოსანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა, საჯარო, მოქალაქეთა ფართო სოციალური ფენების ინტერესების წარდგენსა, გამოხატვასა და გატარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების თავისუფალი განვითარება. ხოლო არსებული ე.წ. ლიდერების გარშემო სარგებლის მისაღებად შემოკრებელი კლიენტელების, რომლებიც თავიანთ თავს „პარტიებს“ უსწოროდ უწოდებენ - სამართლიანი და კანონიერი შეზღუდვა. საბოლოო ჯამში იმ სასურველი ვითარების მიღწევა, როცა პოლიტიკური პარტიები საერთო ეროვნულ ნიადაგზე დგომით, აყალიბებენ სამართალსა და სამართლიანობაზე, სამოქალაქო მშვიდობასა და სტაბილურობაზე, საერთო ეროვნულ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ფენების განვითარებაზე, საერთო კეთილდღეობის შენებაზე - სულიერი, სოციალური თუ მატერიალური სიკეთეების ზრდაზე ორინტირებულ პოლიტიკურ ნებას და არა პირიქით, როგორც ეს დღესაა: როცა პარტიებად წოდებული დღევანდელი კლიენტელების მიერ ხდება საჯარო სივრცის მიტაცება, მისი გამოიყენება არა მოქალაქეთა და ერის ინტერესებში პოლიტიკური ნების ფორმირების, არამედ უკუღმართულად, უსჯულოდ - მოქალაქეთა და ქვეყნის საზიანოდ, ამ ნების დეფორმირებისათვის; ეს რომ შეწყდეს, ჩვენი აზრით, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“; მაგალითად: ისეთი სამართლიანი წესების დამკვიდრება, როდესაც მკვეთრად შეიზღუდება რომელიმე ავანტურისტი ახლადგამომცხვარი ან უკვე გაკოტრებული ე.წ. ლიდერის გარშემო მის სამსახურში სარგებლის მიღების მოლოდინით კლიენტელის შეუფერხებლად შემოკრება, პარტიის სტატუსის იოლად მოპოვება, დესტრუქციული აქტივიზმის ხარჯზე პარაზიტირება და არა რაიმე პოზიტიური „ელექტორალური კაპიტალის“ შექმნა, არამედ პირიქით - ისედაც მწირი ამ კაპიტალის გაფლანგვა; ამით მთლიანად პოლიტიკური პროცესის დაზიანება და უარესიც: პოლიტიკის და პოლიტიკოსთა საყოველთაო გაკოტრება;
კანონმა სამართლიანად უნდა დაადგინოს - პარტიის იურიდიულ პირად რეგისტრაცია ხორციელდება საარჩევნო რეგისტრაციიათვის დადგენილი წესით, ე.ი. აუცილებელია არანაკლებ 25 ათასი მოქალაქის, რომლებიც მიჩნეულნი უნდა იქნენ არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, ერთდროულად სხვადასხვა, კონკურენტ პარტიათა პასიურ მხარდამჭერებად, არამედ ამ მხარდაჭერილი პარტიის პასუხისმგებლიან აქტიურ წევრებადაც; ამასთან, კანონით უნდა განისაზღვროს პარტიის წევრის არა მხოლოდ უფლებები, არამედ ელემენტარული ვალდებულებაც, მაგ. მატერიალური - თუნდაც მინიმალური საწევრო, ვთქვათ - წელიწადში 10 ლარის ოდენობით; ასევე კანონით უნდა დადგინდეს - პარტიის თანამდებობის პირების სტატუსი და მათი ანგარიშვალდებულება, პასუხისმგებლობა პარტიის წევრთა წინშე; ჩვენი აზრით, აუცილებლად შესაცვლელია პარტიების სახელმწიფო დაფინანსების წესი; კურიოზია, როცა სახელმწიფოსგან მიღებული სახსრები მავანთა მიერ გამოიყენება ანტი-სახელმწიფოებრივი, ანტი-საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, ჯანსაღი პოლიტიკური ნების დეფორმირებისათვის, მათ შორის - უცხოური ინტერესების რეალიზებისა და გარეშე გავლენების გაძლიერებისათვის; სახელმწიფო დაფინანსება უნდა ემყარებოდეს პარტიების მიერ არა დესტრუქციის, არამედ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის მხარდაჭერას და დამოკიდებული უნდა იყოს მათ პოზიტიურ აქტივიზმზე, მაგალითად: საგრანტო წესით უნდა ფინანსდებოდეს, ვთქვათ - პოლიტიკური საარჩევნო პროგრამების, დარგობრივი თუ ტერიტორიული განვითარების პროექტების, საკანონმდებლო წინადადებისა და ინიციატივების, შესაბამისი საექსპერტო დასკვნების, კვლევების, რეკომენდაციების, კონსტრუქციული საჯარო დისკუსისების თუ პრეზენტაციების, პარტიათა შორის თანამშრომლობის და სხვ. სასარგებლო აქტივობები. დასჯადი უნდა გახდეს უცხოეთიდან მიღებული უკანონო დაფინასების მიღება და სხვ.
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ჯანსაღი ფართო დისკუსიის გამართვა, რათა პარტიულ-პოლიტიკური სისტემა არსებული მძიმე კრიზისიდან გამოვიდეს, გამოინახოს ის სამართლიანი წესები, რაც გაკოტრებისკენ მიქცეულ დესტრუქციულ პოლიტიკურ პროცესს წაღმა შემოატრიალებს და შექმნის პოლიტიკური „კაპიტალის“ დაგროვების, მისი ზრდის და არა გაფანტვის, მოქალაქეთა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისი პოლიტიკური ნების ფორმირებისა და არა დეფორმირების პირობებს. ეს სასარგებლო იქნება ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის, თუკი მისი მიზანი არ არის ქვეყნის მტრობა და უსჯულოების გაბატონება;
ბ) არანაკლებ საშურია სამოქალაქო სექტორის ანალოგიური შინაარსის რეფორმა, რომლის მიზანი ასევე იქნება სოციალური „კაპიტალის“ დაგროვება და არა პირიქით, რაც დღეს ხდება: არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის ასევე პატრონ-კლიენტელური წესებით მათი აქტივობის ოდენ დესტრუქციისკენ მიმართვა, რაც, როგორც წესი, ასევე უცხოეთიდან არის წახალისებული და დაფინანსებულიც. ასეთი დესტრუქციის სამართლიან, კანონიერ შეზღუდვასთან ერთად (რაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ ჩაიშალა 7-8 მარტის ექსტრემისტული მობილიზების გამო) უნდა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ადგილობრივი რესურსების გამოყენებით სასარგებლო სამოქალაქო აქტივობის წასახალისებლად; მაგალითად, შეიძლება გამოყენებული იქნას პოლონეთის გამოცდილება, რომელიც გულისხმობს თავად მოქალაქეების მიერ მათთვის მისაღები და მათი ინტერესების გამომხატველი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასებას; ამისათვის ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის 1% მიემართება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინასებლად, ხოლო გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის შევსებისას აქვს უფლება და შესაძლებლობა კონკრეტულად მიუთითოს, რომელი არასმათავრო ორგნიზაციების დაფინანსებაა მისთვის პრიორიტეტული; ასევე ხაზგასასმელია, რომ ამ მართლაც საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადი - ადგილობრივი გადასახადია, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობა გახდება მეოხი არასამთავრობო სექტორის განვითარებისა, რაც ორმხრივად სასარგებლოა - აძლიერებს თვითმმართველობასაც და ასევე, სიკეთეების შექმნაზე, შენებაზე, განვითარებაზე ორიენტირებულ სამოქალაქო აქტივიზმსაც. საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ საფუძველს ქმნის სოციალური „კაპიტალის“, უწინარეასდ ადგილობრივ, მოქააქეებისათვის ყველაზე ახლოს მყოფ, სათემო დონეებზე დასაგროვებლად.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მედიის მოწესრიგებას, ვინიდან სწორედ დეზინფორმაციული, მავნე პოლიტიკურ პროპაგანდაზე მთლიანად გადასული ე.წ. მედია აწარმოებს პროდუქტს, რაც კვებავს ამ დამანგრეველ, დესტრუქციულ დღის წესრიგს. ჩვენი აზრით, აუცილებელია აღდგეს ჯერ კიდევ 2004 წელს გაუქმებული მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ჟურნალისტიკის, როგორც საზოგადოებრივად უმნიშვნელოვანესი პროფესიული საქმიანობის მომწესრიგებელი ფუნდამენტური ნორმა-პრინციპების მოქმედება. კერძოდ, კანონმა მკაფიოდ უნდა გამიჯნოს პარტიული პროპაგანდა მიუკერძოებელი ჟურნალისტიკისგან, აკრედიტირებული, სამართლიან წესებზე დაფუძნებული ობიექტური ჟურნალისტიკა კი დეზინფორმაციი წარმოებისგან; აღდგეს პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის, მავნე და საშიში, საზოგადოებრივ ზნეობასთან შეუთავსებელი კონტენტის შექმნა-გავრცელებისათვის და ა.შ.
გ) არანაკლებ მნიშვნელოვანია მატერიალური „კაპიტალის“ დაგროვება და განიავებისგან მისი დაცვა, ხოლო ამისათვის - უწინარეს ყოვლისა, გასატარებელია უძვირფასესი ეროვნული საუნჯის - მიწის ჯეროვანი პატრონობა, გასატარებელია მიწის კომპლექსური რეფორმა. ამ რეფორმამ, რაც მიწის კოდექსის მიღებით უნდ გამოიხატოს, სამართლიანად და როგორც ეროვნული, ასევე ადგილობრივი, სათემო ინტერესების შესაბამისად უნდა მოაწესრიგოს არა მხოლოდ მიწათმფლობელობა, არამედ მიწათსარგებლობაც. აქ უმნიშვნელოვანესია მაგალითი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციისა და ასევე, თუნდაც გერმანიის კონსტიტუციის ამ თვალსაზრისით სანიმუშო მე-14 მუხლი, რომლის მიხედვითაც საკუთრება, არა მხოლოდ უფლებაა, არამედ საკუთრება ავალდებულებს - მისი გამოყენება უნდა ემახურებოდეს საზოგადოებრი სიკეთეს! ანალოგიურია 1921 წლის კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მიწის დამუსავება და მოვლა წარმოადგენს ყოველი მიწათმფლობელის ვალდებულებას საზოგადოების წინაშე. მიწის რეფორმის, მიწის კოდექსის შექმნის აუცილებლობის თაობაზე ქართულ კლუბს ბევრჯერ უსაუბრია, არაერთი განცხადებაც გამოუქვეყნებია, ამიტომაც აქ სიტყვას მეტად აღარ გავაგრძელებთ....
....ყველა ქართველს მოუწოდებთ საკუთარი წვლილი შეიტანოს სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის გარშემო ეროვნულ კონსოლიდაციაში, კონსტიტუციური წესრიგის დაცვსა და განმტკიცებაში, დესტრუქციული დღის წესრიგის დასრულებასა და ქვეყნის სულიერი, სოციალური თუ მატერიალური სიკეთეების პატიოსანი გარჯის გზით დაგროვება- ზრდაში!
დღეს სწორედ ეს - სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის მიმართ ერთგულება, წარმოადგენს ჩვენი ეროვნული ერთობის, თავისუფლების, სამოქალაქო მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობის შენების საფუძველთა საფუძველს. დიახ, როგორც ერს გვაერთიანებს საერთო ტერიტორიული, ენობრივი და სარწმუნოებრივი იდენტობა - „მამული, ენა, სარწმუნოება“, მაგრამ ამავდროულად, როგორც სახელმწიფოს, სწორედაც საერთო სჯული - ერთი კონსტიტუცია, ერთი სამართალი, სამართლიანობის სინდისიერად იდენტური აღქმა, სამართლის მარადიული იდეა გვაკავშირებს. ეს არის სწორედ ის, რაც მიუხედავად გარეშე ვითარებისა, ისტორიის ჩარხის წაღმა-უკუღმა ტრიალისა, ეროვნულ სახელმწიფოდ გვაყალიბებს, რადგან ქართველთა სახელმწიფო იმთავითვე სხვა არც არაფერი ყოფილა, არც დღეს არის და არც არასდროს იქნება, თუ არა ჩვენს სჯულზე მტკიცედ დგომა, მისი აღსრულება, შენახვა და დაცვა! ეს კი ჩვენი სუვერენული, უდავო, შეუვალი, უპირობო, ღვთისგან ბოძებული უფლებაა და ქართველის უწინარესი მოვალეობაც არის. ჩვენთვის სწორედ ამას ნიშნავს - „მოვდივართ!“ და სხვას, არც არაფერს: ჩვენ მოვდივართ, რათა სჯულზე უდრეკად ვიდგეთ! მოვდივართ, რადგან საუკუნეთა სიღრმითაგან „აქა ვდგევართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს!“
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
შევიკრიბოთ! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!