"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მიერ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გუნდის სახელით, მინდა გამოვეხმაურო პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ჩვენი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო შუბლაძის მისამართით გაავრცელა.
პირველ რიგში, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ანა ბუჩუკური ავლენს არხის საინფორმაციო სამსახურის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ტელეკომპანიაზე, არხის წამყვანებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა.
მიუხედავად ამისა, ჩვენი არხის ეთერი ყოველთვის ღია იყო ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის, ისინი მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკურ თოქ შოუში, ასევე მათი მოსაზრებები მუდმივად შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში.
ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.
სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან", - აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ
თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.