მარკო მენდიჩინო: „ვიწყებთ კონსულტაციებს, რათა განისაზღვროს, როგორ შევქმნათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში“

მარკო მენდიჩინო: „ვიწყებთ კონსულტაციებს, რათა განისაზღვროს, როგორ შევქმნათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო კანონის გაწვევით, არსებულ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ამით ერთი მხრივ, სახელმწიფომ აჩვენა, რომ არავის არ მისცემენ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გააჩაღონ. მეორე მხრივ, ჰქონდათ ინფორმაცია რა მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, შეიძლება თავადვე მოეკლათ რამდენიმე ახალგაზრდა, რომ შემდეგ ეს გამოეყენებინათ ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ.

„ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას. თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ, რამაც ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, ამას დაემატა განცხადებები, რომელიც შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნამნა რუსული კანონი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებით საქართველო უარს ამბობს ევროპულ არჩევანზე, აღმოჩნდა, რომ კანადის მთავრობისთვის სხვა დატვირთვას ატარებს. კანადა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ მედიასთან აღნიშნა, რომ იწყებს კონსულტაციებს, რათა განისაზღვროს, როგორ შექმნან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში.

მისი თქმით, ინიციატივის ერთი მიზანი იქნება უცხო ქვეყნების კანონიერ ლობირებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ამგვარი რეესტრის არსებობის შემთხვევაში, პირები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სახელმწიფოს სახელით, თავიანთი მიზნების მისაღწევად, ვალდებული იქნებიან, გაასაჯაროონ თავიანთი კავშირები მათ დამსაქმებელ მთავრობასთან. მსგავსი რეესტრები აქვთ აშშ-სა და ავსტრალიას. კანადის მთავრობამ რეესტრზე მუშაობის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ადგილობრივ მედიაში სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩინეთი კანადის 2021 და 2019 წლების არჩევნებში ჩარევას ცდილობდა.

ის, რაც დასაშვებია და მეტიც, აუცილებელია კანადისთვის, მათ შორის აშშ-ისთვის, ავსტრალიისთვის და ევროპული ქვეყნებისთვის, აშშ-ის და ევროპული ქვეყნის ელჩების, თუ პოლიტიკოსების განცხადებით, დაუშვებელია საქართველოსთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და გარდა იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობისთვის მოწყვლადი ქვეყანაა, აღმოჩნდა, რომ არც აგენტების ნაკლებობას უჩივის, როგორც შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ.

ცხადია, რომ კანადაში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც მთავრობა უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავს, ოპოზიციაში ვერ საუბრობენ. მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ჯერ უნდა შეისწავლოს საკითხი და მხოლოდ ამის მერე გააკეთებს განცხადებას.

ქართული ვერსიის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რაც დრო გავა, ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო დაინახავს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის საჭიროებას.

„ჩვენ არა მხოლოდ აშშ-ის კანონმდებლობას გადავხედეთ, არამედ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობები. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მიერ კანონპროექტის ინიცირებიდან მეორე დღესვე, ევროპარლამენტში მოხდა ზუსტად იგივე, ანალოგიური, FARA-ს კანონის მიხედვით შექმნილი დოკუმენტის ინიცირება. გამომდინარე აქედან, არა მხოლოდ კანადაში, არამედ ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს ასეთი ტიპის კანონი.

როგორც უკვე ვთქვით, უახლოეს მომავალში საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, თუ რამდენად საჭიროა ამ კანონის მოქმედება და ზოგადად, ნებისმიერი ორგანიზაციის გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში - ააიპ-ებისა და მედიასაშუალებების, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. ჩვენი კანონპროექტით, ის სხვას არავის არ ეხება - არც ფიზიკურ პირებს და არც სხვა ტიპის იურიდიულ პირებს. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ კანადაში, არამედ ბევრ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი ტიპის კანონი“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მოითხოვს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისგან საჯარო ახსნა-განმარტებას, რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „რუსული კანონისაგან“ და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტისაგან. ანალიტიკოსი თქმით, დუმილის შემთხვევაში ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის „რუსული კანონი“ უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა, გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში.

„ამაზე არაერთხელ გავამახვილე ყურადღება და აი, ეს დღეც დადგა: კანადის მთავრობა გეგმავს სოციალური სარეგისტრაციო სისტემა-რეესტრის შემოღებას, ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური გავლენის ჩარევის პრევენციის მიზნით - კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი, მარკო მენდიჩინო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად, პარასკევს კონსულტაციების დაწყებას გეგმავს.

კი არ ვთხოვ, მოვითხოვ ქალბატონი კელი დეგნანისაგან საჯარო ახსნა-განმარტებას: რით განსხვავდება კანადის საკანონმდებლო ინიციატივა „რუსული კანონისაგან“ და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პროექტისაგან. დუმილის შემთხვევაში, ეჭვი, რომ თბილისის „მაიდანიზაციის“ ძირითადი ტრიგერ-სლოგანის „რუსული კანონი“ უკან სწორედ აშშ-ის საელჩო იდგა - გადაიზრდება მტკიცებულებათა კატეგორიაში!“ - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მინიმუ ორ მიზეზზე საუბროს, რატომაც ჰქონდა კოლექტიურ დასავლეთს ასეთი მყისიერი, კონსოლიდირებული და გამძაფრებული რეაქცია საქართველოში გავლენის უცხოელი აგენტების კანონპროექტზე. მისი თქმით, პირველი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გამძაფრებულია ეჭვები, ფობიები და დამოკიდებულებები და ცდილობენ ძირშივე აღკვეთონ ის, რაც მათ წარმოდგენებში ოდნავ მაინც ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, ანალიტიკოსის შეფასებით, ფრჩხილები რომ გავხსნათ, ამ კანონპროექტში, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, მათ დაინახეს პოტენციური საფრთხე საზოგადოების იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც აქ თავიანთ საყრდენებად და რესურსად მიიჩნევენ.

„უკრაინაში, ფაქტობრივად, მიდის რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება და ამას არავინ უარყოფს. შედეგად, იქ არის ძალიან გამძაფრებული და განსაკუთრებულად სენსიტიური დამოკიდებულებები ყველაფერი იმის მიმართ, რაც ხდება პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოში, რომელსაც ისინი კავაკასიაში თავიანთ ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ. ისინი თვლიან, რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაღაცნაირად მოემსახურება რუსეთის ინტერესებს და პასუხობს მათ სტრატეგიულ მიზნებს, უნდა ძირშივე აღიკვეთოს, რომ მან მერე განვითარება ვერ ჰპოვოს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, კარგად ვიცით საქართველოს კონტექსტში იგივე კანადისგან განსხვავებით, რა ფუნქცია აკისრიათ არასამთავრობოებს, რომელთაც დასავლეთი საქართველოში თავიანთ საყრდენ ძალად თვლის და სწორედ ამიტომ აფინანსებს.

„იმიტომაც შემოიღო 90-ანი წლებიდან ის პროგრამები სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, რომ საქართველოში გამოზრდილიყო ახალი ტიპის ელიტები, რომლებიც არ დაუშვებდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას და ეს კონტრელიტები ნაწილობრივ უკვე გამოზარდეს. კოლექტიური ლომჯარია არის ამის მკაფიო სიმბოლო, ან იგივე ბურჯანაძე, რომელიც ამბობდა, რომ თუკი ევროპა გვეტყვის, ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ, რომ მისი დირექტივები შევასრულოთო. ამიტომაც, მათ ამ კანონპროექტში დაინახეს პოტენციური საფრთხე იმისა, რომ მოხდებოდა სტიგმატიზება იმ ჯგუფების, იმ ორგანიზაციების, იმ ადამიანების, რომლებიც მიჩნეული არიან მათ საყრდენ ძალად და სავსებით გასაგებია და ლოგიკურიც არის მათი რეაქცია, რომ მათ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ძალიან ძლიერი ზეწოლა მოახდინეს საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს კანონი არ მიეღოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, დაზიანებული ჯანმრთელობის, დაწყვეტილი ნერვების, გართულებული საერთაშორისო მდგომარეობის, ზარალის, დამცირების და სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ, ამ ყველაფრის ინსტრუმენტად გამოყენებული ახალგაზრდობა ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ მოატყუეს, არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, რომ ეს ამერიკაში მოქმედი კანონია, მსგავსი კანონები ბევრგან მუშაობს. მისივე თქმით, ახლა აპირებენ, ეს კანონი მიიღონ კანადაში და ევროკავშირში.

„ახლა მთავარი - ყველამ დავინახეთ, რომ განათლების სისტემა არის ქვეყნის დაუძინებელი მტრებით სავსე, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ თავისი ავადმყოფური ვნებები დაიკმაყოფილონ, ასეთივე ვითარებაა სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. ასეთი საოცარი ვალპურგის ღამეები აღარ უნდა განმეორდეს, არავის აქვს უფლება, ქვეყანა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენოს. რაც შეეხება ძველგაზრდებს, ყველა ვყოფილვართ ახალგაზრდები და ბევრი სისულელეები გვიკეთებია, მაგრამ თქვენ რამ გამოგათაყვანათ? რას გავდა თქვენი საქციელი? არ გრცხვენიათ?

არც ერთი ახალგაზრდა არ ყოფილა ძველგაზრდა, მაგრამ თქვენ ხომ იყავით ახალგაზრდები, ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანეთ ცხოვრებიდან? აუცილებელია, პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომ აკერმანის და შარფის სულიერმა მემკვიდრეებმა ახალგაზრდები ასეთი დესტრუქციისთვის არ გამოიყენონ, ამისთვის საზოგადოებრივი აქტიურობაა საჭირო და, რაც მთავარია, უნდა აღიკვეთოს მავნე და დამანგრეველი პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას საზოგადოების სახელით ენჯეოები ელაპარაკებიან, ესენი არანაირად არ წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას, ვისაც წარმოადგენენ, შეუძლიათ ესაუბრონ რამდენიც მათ გულს გაუხარდება. დიღომში კარგი და კეთილმოწყობილი სივრცეა ამისთვის აშენებული“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

merab ეგ "ბოვშვები" თუ მართლა გულწრფელმა პროტესტმა გამოიყვანა ქუჩაში, დეგნანის მითითებებზე რატომ არ უჩნდება გულწრფელი პროტესტი?
სადაა მათი ღირსება და თავმოყვარეობა?
რიჟაა, ეგ თქვენი ბაღნების პროტესტი და ტყუილი!
1 წლის უკან
merab "სადაც არ იყო შიში, იქ გაჩნდა შიში"! ისტორია გვასწავლის, რომ როცა შიში შეგიპყრობთ ნაც-ენჯეო-ლიბერ- პიდარასტებს, თვითმფრინავის ბორბლებზე ჩამოეკიდებით გაქცეულ ამერიკელ პატრონებს. ერთმენეთს გადაჯეგავთ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე.
შიში-ოხერია!"
1 წლის უკან
trampi არა რუსულ კანონს კანადაში
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად

მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში
1 წლის უკან