კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს არ ინდობს და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დაბომბვით ემუქრება. სიმონიანის თქმით, აგვისტოს ომის განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს და არავინ გაგზავნის იქ ჯარს, უბრალოდ, ეგრევე გლიჯავენ თბილისს, საქმეში დიდად გარკვევის გარეშე, თუნდაც იმიტომ, რომ 1. ახლა სენტიმენტების დრო არაა; 2. თბილისში არ არის კიევ-პეჩორსკის ლავრა; 3. რუსეთში არავინ ფიქრობს, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხია და, რომ რუსეთის ფედერაციას ოდესმე „თბილისის რუსეთი“ ერქვა. ასე რომ, მარგარიტა სიმონიანი ურჩევს თბილისელ მომიტინგეებს, რომლებიც სკანდირებენ „სოხუმი! სოხუმი!“, შეიცოდონ თავიანთი ლამაზი ქალაქი, მის მაცხოვრებელთა ტემპერამენტი, რადგან 2008 წლის აგვისტო თუ განმეორდა, „თბილისს პირდაპირ დავბომბავთ“.
„უცხოეთის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას საშიში გზავნილები მოჰყვა არა მხოლოდ მარგარიტა სიმონიანის, არამედ რუსული ტელეარხების მხრიდან. რუსეთის პირველ არხზე პირდაპირ აცხადებენ, რომ „საქართველო მიიღებს სირცხვილსაც და ომსაც“.
„საქართველოში მმართველმა პარტიამ კანონი გაიწვია, მკაცრად დაადგა ჩერჩილის გზას, აირჩია სირცხვილი“, - გაისმა რუსეთის პირველ არხზე.
კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმიანება რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიც, რომლის მტკიცებით, ვაშინგტონმა არ მისცა საქართველოს უფლება, გამხდარიყო სუვერენული სახელმწიფო. ამით საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა.
მიმდინარე მოვლენებით აღშფოთებულია ლავროვიც. საქართველოში განვითარებული მოვლენები ლავროვს კიევის მაიდანს აგონებს. მისი აზრით, კანონი მხოლოდ საბაბი იყო, რეალური მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ამდენად, ლავროვი ასკვნის, რომ საშიშია, როცა ვაშინგტონის ექსპერიმენტების ზონაში ხვდები.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძეს მარგარიტა სიმონიანის მუქარა ლენინის ნათქვამს ახსენებს ველიკოდერჟავული რუსული შოვინიზმის წინააღმდეგ. ლენინს საკუთარ კაბინეტში თავზემოთ გაკრული ჰქონდა წარწერა: объявляю войну великодержавному русскому шовинизму, ანუ ვუცხადებ ომს ველიკოდერჟავულ რუსულ შოვინიზმსო. სხვათა შორის, ლენინი, ასევე, ამბობდა, რომ ნაცმენები, ანუ ნაციონალური უმცირესობები იმის გამო, რომ დაუმტკიცონ თავიანთი ერთგულება ველიკოდერჟავულ შოვინიზმს, გაცილებით უფრო რადიკალები არიან, ვიდრე რუსები.
„როგორც ჩანს, ქალბატონი მარგარიტა ვლადიმერ ილიჩის ამ დაკვირვებას სრულიად შეესაბამება. მარგარიტა სიმონიანმა რადიკალურად გამოთქვა აზრი და, რაც მთავარია, შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელი ფორმით თქვა, თბილისს დავარტყამთო. ზოგადად, მარგარიტა სიმონიანი და ლავროვის უწყების ცალკეული თანამშრომლები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ იმისთვის, რომ თავიდანვე არ დაწყებულიყო რაიმე ტიპის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის, არ დარეგულირებულიყო ქართულ-რუსული ურთიერთობები. მათ ეს გამოსდიოდათ, ახლაც ამავეს აკეთებენ“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ, ცხადია, საქართველოში ამგვარ მუქარას აღშფოთების გარეშე ვერ შევხედავთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მივცეთ რუსებს „კაზუს ბელი“ - ომის საბაბი, რომლის შექმნასაც მათი აგენტურა ცდილობს საქართველოში, რადგან საქართველო შეიძლება გახდეს მათთვის ერთგვარი განმუხტვის ინსტრუმენტი. თუკი მათ ამის შესაძლებლობას მივცემთ, ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენონ შიდა პოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური მიზნებით. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შიდა სტაბილურობის შენარჩუნებას ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, როდესაც მარგარიტა სიმონიანი იმუქრება, კონტექსტი არის ის, რომ საქართველოში თუ მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ახალი ხელისუფლება შეიჭრება ცხინვალსა და აფხაზეთში, კრემლი არ დაუცდის ვითარებას და პირდაპირ დაარტყამს თბილისს.
„სიმონიანის არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს პოზიციას გეტყვით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვათ, რუსეთი საერთოდ არ ჩაერევა ჩვენს ურთიერთობაში ცხინვალსა და სოხუმთან, მაშინაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, სამხედრო ძალა გამოვიყენოთ ოკუპირებულ რეგიონებში და ამით ვაიძულოთ ისინი დაუბრუნდნენ საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმური შეიძლება იყოს საერთაშორისო კანონების დაკანონება ამ რეგიონებში და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ, ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, სამხედრო ძალა გამოვიყენოთ ცხინვალის და აფხაზეთის წინააღმდეგ. თბილისის დაბომბვის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ძალის გამოუყენებლობას თუ გულისხმობდა სიმონიანი, მეც ვუერთდები ამ განცხადებას“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება რუსეთის პირველ არხზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო მიიღებს ომსაც და სირცხვილსაც, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჩერჩილის ეს სიტყვები რუსულ გადაცემაში „ვრემია პოკაჟეტ“ ერთ-ერთმა პოლიტოლოგმა გაიხსენა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს თემას პროპაგანდისთვის იყენებს საკუთარი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. რუსეთს სურს დასავლეთის აგრესორად წარმოჩენა, რომ თითქოს დასავლეთი ყველასა და ყველაფერზე ძალადობს.
„არადა, საპროტესტო აქციები საქართველოში გულწრფელი იყო დასავლეთიდან ყოველგვარი ინსპირირების გარეშე. ვხედავდით, იმ აქციაზე როგორი ხალხი გამოდიოდა. რუსეთი ამას იყენებს პროპაგანდისთვის, თავისი მოსახლეობისთვის, რომ აი, ნახეთ საქართველოში კანონი იქნა მიღებული, მაგრამ ვერ გაუძლო საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის ზეწოლას. სინამდვილეში, დასავლეთის ზეწოლა ძალიან მარტივი იყო, დასავლეთმა გვითხრა, თუ თქვენ გინდათ, ჩვენთან ერთად იყოთ და თქვენ მოდიხართ ევროკავშირისკენ, მაშინ ეს კანონი არ მიიღოთო“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
კანონი რომელიც ამერიკას კარგად ხანია მიღებული აქვს, ევროპული ქვეყნების უმეტესობას აქვს, ევროკავშირი ღებულობს იგივე კანონი და ჩვენ არ გვჭირდება ,თურმე.
აფსურდს და უსირცხვილო ტყუილს ავრცელებ!
ასე რომ მაგ აზრს 100% ვეთანხმები...
ამერიკაში ამერიკულია!
კანადაში-კანადური!
ევროპაში - ევროპული! და
საქართველოში - რუსული!
გინდა გადათარგმნეთ, გინდა პირდაპირ ინგლისურად დადეთ!
მაინც რუსულია.
დეგნანმა უკეთ იცის ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის რა არის კარგი.
ჩვენ ვერ ვხვდებით. ძაბირაძეები გვყავს და აგვიხსნიან.
როცა ამას ტელევიზორში ვხედავ ეგრევე გინებას ვიწყებ......
თან განათლებული ჩათლახია...ანუ ორჯერ ჩათლახი....