„სახელმწიფოს ძალით თუ დაუპირებ გადატრიალებას, იქიდანაც ძალა გაჩნდება და ეს სამოქალაქო ომიც არ იქნება, რადგან უკრაინული ბლოკი იქნება ამ პროცესებში ჩართული“

„სახელმწიფოს ძალით თუ დაუპირებ გადატრიალებას, იქიდანაც ძალა გაჩნდება და ეს სამოქალაქო ომიც არ იქნება, რადგან უკრაინული ბლოკი იქნება ამ პროცესებში ჩართული“

ვანო მერაბიშვილი „თბილისურ მაიდანზე“ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ყოფილი შს მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისილიოვთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ძალიან აქტიურად მუშაობს აშშ-სთან და მიზანი თითქმის მიღწეულია.

მერაბიშვილის და, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ზნის შეცვლა რომ რთულია, ეს ცხადია, რომელიც თავადვე ამბობს, რომ მიზანი იყო პოლიციის კორდონის ნებისმიერ ლოკაციაზე გარღვევა, მთავარი მიზნის - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მისაღწევად. გარდა ამისა, მერაბიშვილ-კეზერაშვილის მიერ მოწყობილი არშემდგარი რევოლუციის სახე იყო უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრების საგანგებოდ ჩამოყვანა საქართველოში და რუსთაველის გამზირზე გამოყვანა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილმა დააბრალა რუსეთის კაცობა მერაბიშვილს და თუ მერაბიშვილის ორგანიზებულია ეს ამბავი ე.ი. რუსეთი დგას ამ მოვლენების უკან.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მერაბიშვილის ინტერვიუდან თუ გამოვალთ, თბილისური მაედანი დასაშვებია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თბილისური მაედანი ვიხილოთ?

რამაზ საყვარელიძე: მათ განცხადებებში მაედანი ფიგურირებს, მაგრამ ცუდად გენიშნება ადამიანს, როცა მერაბიშვილი ამბობს, რომ ამერიკელებთან კარგად გვაქვს საქმეო. როცა ადამიანი ლაპარაკობს, რომ გადატრიალებას აკეთებს და ამავე დროს იძახის, რომ ამერიკელები ამაში დაგვეხმარებიანო, რაღაზეა ლაპარაკი. ცუდი განცხადებაა იმათ მიმართ, ვისი იმედი თვითონ აქვთ, კერძოდ ამერიკელების მიმართ. ე.ი. არანაირი რუსული კანონის თემა არ იყო. რეალურად გადატრიალების მცდელობა იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინიდან ჩამოიყვანეს მებრძოლები. შეიძლება ძალისხმევაც მაგისკენ მიდის, რომ გადატრიალება მოხდეს.

დღევანდელ ამერიკას აწყობს საქართველოში გადატრიალების ორგანიზება და მხარდაჭერა, როგორც ამას მერაბიშვილი ამბობს?

- წესით, ამერიკას არ უნდა აწყობდეს ეს გადატრიალება-თქო ვიტყოდი, მაგრამ მეორე მხრივ, მე თვითონ ვარ მოწმე, რომ 2003 წელსაც არ აწყობდა ამერიკას შევარდნაძის გადატრიალება. მსხვილი და ძლიერი ფიგურა იყო, ამერიკაზე ჰქონდა ორიენტაცია, ევროპის და ნატოს კარებზე პირველმა მან დააკაკუნა სწორედ, მაგრამ მაინც გადატრიალებისკენ წაუვიდა ქვეყანა. ამიტომ, იმის იმედი, რომ ამერიკელება შეიძლება გაითვალონ კარგად და ამ კარგი გათვლის შედეგად იმოქმედონ, მე არ მაქვს.

ძალიან ბევრია ასეთი შეცდომა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ქვეყანა, რომელმაც ერთი ციცქნა კუბის საკითხი ვერ გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც ფიდელ კასტრო ამერიკას მიადგა და ამერიკამ რომ უთხრა უარი, მერე გადმოინაცვლა საბჭოთა კავშირზე.

აგერ, ახლახანს დაიხურეს ქუდი და ავღანეთიდან გამოიქცნენ, უამრავი ხალხი საკუთარი პოლიტიკის შეცვლის მსხვერპლად დატოვეს, მაგრამ რატომ შეიცვალა ეს პოლიტიკა ვერავინ ვერ გაიგო, ისევე როგორც აქამდე რატომ იყვნენ და ა.შ. ამერიკა არაა მთავარი თემა, მთავარია ის, რომ შეიძლება ამერიკულმა და შეიძლება საკამოდ მაღალმა ჯგუფებმაც შეცდომები დაუშვან გათვლებში. თვითონ რომ აწყობთ სწორედ იმ ფუგურის მხარდაჭერაში დაუშვან შეცდომა და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც მათაც არ აწყობთ. ამიტომ, არ გამოვრიცხავ იმას, რაც მერაბიშვილმა თქვა - გადატრიალებას ვაპირებთ და ამერიკა გვეხმარებაო.

ხელისუფლების ქუჩიდან შეცვლის მიზანს მიაღწევს მერაბიშვილი და ამ შემთხვევაში ამერიკა?

- არჩევნებით შეცვლაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ასეთი ძალადობით შეცვლის ვარიანტს მიაღწევს თუ არა, ასე დგას საკითხი და მე მგონი, ვერ მიაღწევს. 11 წელია ვუყურებთ, რომ ვერც ერთ არჩევნებში ნაციონალებთან მიახლოებულმა ფიგურებმაც კი ვერ გაიმარჯვეს. როცა იძახის მერაბიშვილი, რომ ჩემს მიერ არის ორგანიზებული აქციაო, ამ ახალგაზრდებმა პოლიტიკოსები თითქმის არ გაიკარეს. ჭიჭე ვაშაძეს მიკროფონი გამოართვეს და უთხრეს, რომ შენ ლაპარაკის ღირსი არ ხარო. ასე რომ, რა ფენებზე დაყრდნობით ფიქრობს გინდ ამერიკა და გინდ მერაბიშვილი გადატრიალებაზე?

იქნებ იმ ძალებზე დაყრდნობით, რომლებიც საგანგებოდ ჩამოიყვანეს უკრაინიდან?

- ძალისმიერი გადატრიალება? კი, ბატონო. მაშინ ძალას, ისევ ძალა დაუპირისპირდება. მეტი ვარიანტი არ არის. სახელმწიფოს ძალით თუ დაუპირებ გადატრიალებას, იქიდანაც ძალა გაჩნდება და ეს სამოქალაქო ომიც არ იქნება, სწორედ იმიტომ, რომ უკრაინული ბლოკი იქნება ამ პროცესებში ძალიან ინტენსიურად ჩართული და მერე უკვე ძალა გადაწყვეტს. მაგრამ არის კიდევ ერთი ვარიანტი, გავიხსენოთ, სააკაშვილმა დააბრალა რუსეთის კაცობა მერაბიშვილს. თუ მერაბიშვილის ორგანიზებულია ეს ამბავი ე.ი. რუსეთი დგას ამ მოვლენების უკან? და თუ მერაბიშვილი იძახის, რომ ამერიკა მეხმარეობაო, მაშინ რა გამოდის, დესტაბილიზაციის უკან ამერიკის და რუსეთის ალიანსია? ძალიან ჩახლართული სქემა კეთდება.

მაგრამ რამდენად დამაჯერებელია ეს სქემა?

- არადამაჯერებელია, ტყუილ ბაქი-ბუქად მეჩვენება მისი ეს გადამტრიალებლის პოზა - მე ვარ ის, ვინც ხელისუფლებას გადაატრიალებსო. თუ გადატრიალებას აპირებდნენ კარგი პირობა იყო საიმისოდ - მოსახლეობის დიდ ნაწილს ეგონა, რომ არიქა, ევროპულ გზას გვიკეტავენო, მაგრამ გარდა ვანდალური პროცესებისა ქუჩაში ახალგაზრდების მხრიდან, სხვა, რასაც ხელისუფლების ხელში აღება ჰქვია, ამისთვის არაფერი გააკეთეს. აი, ისეთი, რაც გააკეთა თავის დროზე 2003 წლის რევოლუციამ. ძალაუფლება რეალურად აიღეს და ამის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ შევარდნაძეს მისმა გარემოცვამ უღალატა. დადიოდა ამერიკის ელჩი და ყველას ეუბნებოდა შევარდნაძის გვერდით არ დარჩეთ, თორემ ამერიკა გაგიბრაზდებათო. რა დაიჭირეს ამერიკელებმა სააკაშვილის გაყვანით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად ორგანიზებული იყო - ხალხის ვარჯიში; „რუსთავი 2“-ის ორწლიანი პედალირება; ტვინების გამორეცხვა 2000 წლიდან იწყებს ტრიბუნად გადაქცევას; „კმარა“ ქუჩაში; ახალგაზრების დატრენიგებული რაზმები, რომლებიც იმუშავებდნენ რევოლუციაზე. ბევრი კომპონენტი იყო, გარემოცვის გათიშვა, ფინანსური და მედია რესურსი „რუსთავი 2“-ის სახით.

სად გვაქვს დღეს ასეთი სურათი? ამაზე დიდი აქცია ოპოზიციას არ ღირსებია და ჰქონდა ამ აქციას ისეთი მედიაუზრუნველყოფა, რომ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნასთან მისულიყო საკითხი? ან ვნახეთ მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრების გულის აცრუება ამ ხელისუფლებაზე და ა.შ? ანუ, ბევრი ის სურათი, რაც 2003 წელს იყო და რამაც უზრუნველყო რევოლუცია, რაც კარგად იყო ორგანიზებული და მივიდა ფინიშამდე, დღეს ასეთ ორგანიზაციულ ხარისხსს ვეღარ ვნახულობთ. არანაირი ორგანიზაციული ნიშანი ამ პროცესს არ ჰქონდა. თუ ორგანიზაციულად არ არის გაკეთებული, ისე გაუგებარია ვისგან აქვს მერაბიშვილს იმის იმედი, რომ შეცვლის ხელისუფლებას.

მერაბიშვილი ამბობს, რომ პარტიის მიზანია სააკაშვილის გათავისუფლება, მაგრამ აქციის მონაწილეები რომ სააკაშვილისკენ დაგვეძრა, იქ ძალოვანები დაგვხვდებოდნენ და დაარვებდნენო. შეიძლება იყო ასეთი გეგმა?

- ტყუის მერაბიშვილი. მიშასთან რომ მიეყვანა ეს ხალხი, ცხადი გახდებოდა, რომ ნაციონალების სამზარეულოს ემსახურებიან და აღარ გაყვებოდნენ. ამიტომ არ მიიყვანა მიშასთან. არ მალავას იმას, რომ ნაციონალების ამოცანებს უნდა რომ ემსახურებოდეს მისი ორგანიზებული საქმე, თუკი მართლაც მის მიერ იყო ორგანიზებული და ეს არ იყო კეკლუცობა კისილოვთან.

მინდა ვთქვა, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ზელენსიკის და პოდოლიაკის განწყობილება, რაც მთავარია, იქ მყოფი ქართველი მეომრების განწყობილება, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, იძახიან, რომ ჩამოვალთ და გაგათავისუფლებთ მაგ ხელისუფლებიდანო. ძალისმიერ გათავისუფლებაზე არის ლაპარაკი. ეს რეალური ფაქტებია და, რა თქმა უნდა, ამ რეალობას თავისი ანარეკლი ექნება საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ეს ანარეკლი ვნახეთ ახლა.

merab მოულოდნელად ჩამოკრავს უბედურების ზარი ნაც ენჯეო პიდარასტებო!
მოულოდნელად გაიძურწება ამერიკა საქართველოდან!
როგორც პრემიერს ვეღარ ვპოულობთ, ისევე ვეღარ ვიპოვით ამერიკის ელჩს.
გათიშავენ ტელეფონებს ამერიკელები გადამწყვეტ მომენტში და ვითომ არც გიცნობენ.
მძიმეა თქვენი მომავალი. ღრუბლიანი და ქარიანი. წვიმიანი და თოვლიანი.
ყველასგან მიტოვებულებს, ქართველი ხალხი გაგიგდებთ წიხლქვეშ.
1 წლის უკან
ლევკოთეა ნეტავ ამ მერაბიშვილის ჰეროიზირება და ძალად გამაზგაჩება არ ხდებოდეს. :) არ ვიცოდე მაინც, რა ქლიბია.
1 წლის უკან
რომანი ადრეც აღმინიშნავს და ახლაც, გაცილებით ხისტად და მოკლედ ვიმეორებ - უკრაინა საქართველოს სახელმწიფოს მტრად მიმაჩნია.
1 წლის უკან
ლაზი 2003 წელთან მსგავსება ნამდვილად იყო. რუსეთ-ამერიკის ალიანსიც და გაწვრთნილი ჯგუფებიც სახეზე იყო, მაგრამ არ იყო ორგანიზებული მოღალატეთა ჯგუფი ხელისუფლების შიგნით. შიგნიდან კარის გამღები ვერ იპოვეს. ტყილად კი არ არის ნათქვამი, ციხე შიგნიდან ტყდებაო. გარედან უკრაინაც ეხმარებოდათ, მაგრამ უშედეგოდ. ამ ხელისუფლებას მთავარი საფრთხე სწორედ უკრაინიდან ემუქრება.
1 წლის უკან
trampi ყოჩაღ მერაბ
შენ მგონი კოლუმბის მიმართ ჩემ აზრებს სრულად იზიარებ...
ანუ .ჟამი აქვთ მაგათ უკვე მოსული ჟამი, დიდი დღე აღარ უწერიათ....
1 წლის უკან
merab trampi ჩვენ მეტნი ვართ, ჩვენ მართლები ვართ და საქართველო ჩევნია.
მოვესწრებით ძალიან ჩქარა თმაგაჩეჩილ სამნიძე-ლომჯარიებს, ხაბეიშვილ-ჭიჭეებს ქალაქში მორბენლებს წივილ-კივილით.
1 წლის უკან
merab ჩვენია
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან
trampi არა რუსულ კანონს კანადაში
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად
1 წლის უკან
ცუგო- იპპ - იც აპიპინებსო ამ კანონით ევროპარლანტში... გამოვთქვამ ღრმა შეშფოთებას კანადაში და იპპ-ში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესების გამო!... აშშ როდის აუქმებს ფარა-ს კანონს, სირცხვილია! გესმის "სირცხვილია" ?
1 წლის უკან