„ნაცმოძრაობის“ ინიციატივაა, შეიქმნას რუსული გავლენის აგენტების რეესტრი და საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს. საუბარია 76 დეპუტატზე, რომელთა ოჯახის წევრებსაც, „ნაცების“ თქმით, უნდა დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი, აეკრძალოთ ამერიკასა და ევროკავშირში შესვლა, გაეყინოთ საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშები. 76 დეპუტატის გარდა, „ნაცმოძრაობის“ განსაკუთრებული სამიზნე ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც სანქციების დაწესებით ემუქრებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელიც მიმდინარე თვეში თანამდებობას დატოვებს, აცხადებს, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს ინსტრუმენტები, დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ხელყოფს. ასეთნაირად გამოეხმაურა ნედ პრაისი შეკითხვას, არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი, რომლის დაწესებაც შეეძლო აშშ-ს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ოპოზიციის მხრიდან სანქციების დაწესების მუქარას ჩვენი ქვეყნის მტრობად აღიქვამს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია საქართველოს მხარეს კი არ არის, არამედ მათ მხარეს, ვისაც უნდა, საქართველო გავლენის ქვეშ ჰყავდეს. აქ არ იგულისხმება პოზიტიური გავლენა, არამედ საუბარია ნეგატიურ, დამანგრეველ გავლენაზე.
დავით ზარდიაშვილის აზრით, ეს დამანგრეველი გავლენა თუნდაც რუსეთთან დამოკიდებულებაში მდგომარეობს. როგორც ბოლშევიკები უყურებდნენ ბურჟუაზიას, ანუ კლასობრივ მტერს, იგივე ზიზღი და ფობიაა ლიბერალების მხრიდან რუსეთის მიმართ. ეს წარმოუდგენელი მანიქეველობა და აშკარა ბოროტებაა.
„როგორ, მათ უნდათ თქვან, რომ არავითარი შანსი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობისთვის სამომავლოდ არ არსებობს? ე.ი. სანამ რუსეთი არ განადგურდება, ასე ვიქნებით? ეს ხომ აბსურდია. ეს მიგვიყვანს სამარის კარამდე, ხვალ უარესი იქნება, როგორ შეიძლება, ზიზღით იცხოვრონ. „დათა თუთაშხიაში“ შესანიშნავი ეპიზოდია, ცნობილი კამათი რომ არის სუფრასთან, „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიას“ ნაცვლად პირიქით რომ ამტკიცებს ვახტანგ შალითური, მტრობამ უნდა გვაცხოვროსო. მტრობა როგორ გაცხოვრებს და როგორ შეგინახავს?! ეს ხომ ბოროტებაა“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ, თუ დასავლეთმა მაინც დააწესა სანქციები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიქვამენ. უფრო მეტიც, ევროკავშირი რა არის, თვითონაც აღარ იციან ევროკავშირში. ევროკავშირი არის მოწინავე ქვეყნების გარკვეული ეკონომიკური მძლავრი გაერთიანება, ევროკავშირში არის მსოფლიოში მოწინავე საზოგადოება, ამის უარყოფა შეუძლებელი იქნება, მაგრამ პოლიტიკურად ევროკავშირი არის ჯუჯა, არავითარი პოლიტიკური ნება მას არ გააჩნია, მთლიანად, თავიდან ბოლომდე ცეკვავს შეერთებული შტატების დაკრულზე.
„არავითარი დამოუკიდებელი ნება ევროკავშირს არ აქვს, ეს გამოჩნდა საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაშიც. როგორ შეიძლება, რომ სამი რეზოლუცია მიიღეს, რაც საქართველოს ეხებოდა, რომლის შინაარსიც მარტივია - მიაფურთხე სამართალს, სამართლის უზენაესობას, სამართლის იდეას, გამოუშვი სააკაშვილი და დასაჯე ივანიშვილი. ვენეციის კომისიისთვისაც, ევროკავშირისთვისაც, შეერთებული შტატებისთვისაც ეს კანონპროექტი არის ტესტი და კარგად გამოაჩენს, რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოსთან მიმართებით. თუკი მათ საქართველო სურთ, როგორც კლიენტი სახელმწიფო, პატრონ-კლიენტელურ სისტემაში მოქცეული, მაშინ ბოლომდე მოგვაწვებიან და გვეტყვიან, ეს კანონი არ მიიღოთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კლიენტელობა, ჩვენ პარტნიორობა გვინდა. ვერაგი და მზაკვარი რუსეთიდან იმიტომ კი არ წამოვედით, რომ ახალი ბატონი გავიჩინოთ. ესენიც ასეთი მზაკვრები და ვერაგები თუ არიან, რა გვინდა მათთან?!“ - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „აგენტების კანონისთვის“ ხმის მიმცემი პირებისთვის სანქციების დაწესებას გამოსავლად მიიჩნევს. მისი აზრით, საჭიროა იმ ადამიანების მხილება, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს. გარდა ამისა, საჭიროა იმის გარკვევა, რა იყო წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნა ე.წ. „ხალხის ძალა“. ასევე, გასარკვევია ისიც, რა არის იმის წინაპირობა, როცა მავანნი აცხადებენ, თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩათრევა.
„სანქციების დაწესება ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება, ევროპა სანქციებს უწესებს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვინც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მაგალითად, რუსეთს უამრავი სხვადასხვა ტიპის სანქცია აქვს დადებული. ზოგადად, სანქციები მიმართულია მათ წინააღმდეგ, ვინც უგულებელყოფს დემოკრატიის მთავარ პრინციპებსა და ნორმებს“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.
რუსთმადიდებლების დასტური არ მჭირდება ჩემს კომენტარზე.
რაც რუსეთია, ისაა ამერიკაც. ყველას გადაუვლიან და სისხლის გუბეებს დააყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის.
როდემდე?
ხომ ხედავთ, რომ ახალგაზრდაბას ტვინი გაუღუნეს? ხომ ხედავთ, რომ სანამ ომს არ დაგაწყებინებენ, ან ნაცებით არ ჩაგანაცვლებენ, არ დაგანებებ თავს?
ქვეყანას რაღას ანადგურებთ?
ერთხელ და სამუდამოდ მიაფურთხეთ ეშმაკს და დადექით ხალხის მხარეს და სადაც წვრილია, იქ გაწყდეს.
ამ ანალ(ი)ტიკოსს და მის დამრიგებლებმა, ოპორასტებმა, პოლიტრიკიანებმა ახლა ახალი "აგენტების" სანქცირებას აანონსებენ "აგენტების" ოჯახის წევრებტან ერთად დასახვრეტთა სიების შესადგენად!
ჰეი, შენ "ხალხის ძალავ!"
რატომ არ აცხადებ შენი მხარდამჭერების ჭეშმარიტ მშვიდობიან მიტინგებს თბილისში და დიდ ქალაქებში, დაანახეთ დაუძინებელ მეგობრებს შენი მხარდამშერების ჭეშმარიტი ძალა!
თავი დაანებეთ თავმომწონე კეკლუცობას!
ღარიბაშვილის გაყუჩებულ მდგომარეობაში ყოფნა და კიდევ ბევრი სხვა რამ, უფრო მეორეს მაფიქრებინებს, ან მინდა რომ ეგრე იყოს.
მართული რომ იყო თავიდან ბოლომდე, ეს უეჭველია.
როგორ გეკადრება------------ ამერიკა დემოკრატიის განსახიერებააა
და რაღამც ამერიკას ვლოცავ -------------- მე კი რუსს მადიდებელი??
ორივეს რო დედის პროჭს ვაგინებ, ეს როგორააა მაშინ
.....ააააა მივხვდი., მივხვდი .............. რუსს ნახევვარი გულით ვაგინებ და ამერიკას მთლიანიიით?? ესეააა??.....
ოოოოოო ...... სწორია სწორი..........მანამ მერიკამ ასე სახალხოდ არ დაიჯვა თავზე, ხომ იყო გადასარევი ამერიკა??..(ისემც ქუნემ კოლუმბი) ხომ თვლიდი მასე?? ......
იმიტომ ვამბობ ხოლმე კნოპკა კნოპკა მეთქი, რომ ორივეს ოპტომ მოვიშორებთ თავიდან
ჩვეეენ???................... ჩვენ არაფერიც არ მოგვივა!!!!!!!!!!!!
~
გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:
რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...
ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში
გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად
გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:
რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...
ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში
გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ