„თუ გვინდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ავამაღლოთ, პროტესტის მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პროტესტი უნდა დასრულდეს“

„თუ გვინდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ავამაღლოთ, პროტესტის მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პროტესტი უნდა დასრულდეს“

იმის მიუხედავად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების კანონპროქტი „ხალხის ძალასთან“ ერთად, უკან გაიწვია, ოპოზიცია საპროტესტო მუხტის დაჭერას მაინც ცდილობს. ისინი ახალგზარდებს არწმუნებენ, რომ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება და ეს შესაძლოა ფარსი იყოს იმისთვის, რათა შემდეგ კანონპროექტი უკან დააბრუნონ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გამორიცხულია, რადგან ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და პროცედურული საკითხები კანონის მეორედ მოსმენით ჩაგდებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური საკითხია. უფრო მეტიც, პარლამენტში 10 მარტს, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება. დღის წესრგიში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც „ქართულ ოცნებაში“ ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

10 მარტს, ასევე საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე 9 მარტს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეეებს მოუწოდეს, 10-ში 11:00 საათზე კვლავ შეიკრიბონ.

რუსთაველის გამზირი კი 9 მარტს ისევ გადაკეტილი იყო. „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამოცხადებული გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტის წინ ჩანიშნული აქცია მაინც გაიმართა. მთავარი მოთხოვნა აქციაზე 7-8 მარტს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო, თუმცა შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია. ამის გარდა აქციაზე გამომსვლელები კანონის ჩაგდების მყარ გარანტიებს და სესიის ჩატარებას ითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით, პოლიტიკოსებმა უკვე პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება დაიწყეს და მთავრობის გადადგომასთან ერთად, ვადამდელი არჩევნებიც მოითხოვეს.

ტრიბუნაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ და ადგილზე მყოფ აქციის მონაწილეებს მიმართეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, სწორედ პოლიტიკოსების სცენაზე ასვლის შემდეგ გაისმა ტრიბუნიდან ხელისუფლების შეცვლის მოწოდებები.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა და კურსი არის ურყევი.

აქციის მონაწილეთა შორის ასევე სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო: ხმაური მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გამოჩენას მოჰყა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერთა ჯგუფმა აქციაზე პლაკატები მიიტანა, რასაც ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პროტესტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ასევე პროტესტი ზოგიერთი გამომსვლელის განცხადებას მოჰყვა, სადაც ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.

როგორც ჩანს, ოპოზიციაში აქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით აზრთას ხვადასხვაობაა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდების გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა პროტესტს. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში აღარ უნდა ჩაერიონ.

აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე „უკანონონი“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. „მადა ჭამაში მოდის“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, აქციის თავდაპირველი მიზნის შესრულების მიუხედავად, დესტრუქციულნი ისევ აქციაზე დგანან და ახალგაზრდების „ხელითა და ენით“ არაკანონიერ მოთხოვნებს აყენებენ.

„ებრძოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს თუ ებრძვიან სახელმწიფოს?!

პასუხი მარტივია- ებრძოდნენ და ებრძვიან ქართულ სამართლებრივ სახელმწიფოს. აქციის თავდაპირველი მიზნის შესრულების მიუხედავად, დესტრუქციულნი ისევ აქციაზე დგანან და ახალგაზრდების „ხელითა და ენით“ არაკანონიერ მოთხოვნებს აყენებენ.

აქციაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ზონდერები, მერაბიშვილის ხელის ბიჭები, თავიდან ბოლომდე „უკანონონი“ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. „მადა ჭამაში მოდის“...

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ არ დაუშვებს ახალგაზრდებს აფარებული სისხლიანი ხელებით მოვაჭრეთა პოლიტიკურ სამართლიანობანას თამაშს.

გამოდით, ყველანი გიცანით, იგივენი ხართ, რაც იყავით! დღეს, სამართლებრივ სახელმწიფოში წაგებული გაქვთ ქართველ ხალხთან!!!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

„აკი, ევროკავშირი არის ჩვენი გზა და 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიო, აკი, კანონი გვიშლის ხელს ევროკავშირში შესავლელადო? და რა ხდება, ცნობილები თუ უცნობები ვის უკრავთ ამჟამად ტაშს, იმ ხალხს ხომ არა, გუშინ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ აქციიდან ცოცხალ-მკვდრები თუ გამოასწრებდით!“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან 9 მარტს მიმდინარე აქციას.

ნიკოლეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაიწვია კანონი, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიზეზი გახდა, თუმცა, დღეს, ახალგაზრდების პროტესტის სათავეში უკვე რადიკალური ოპოზიცია მოექცა. მისივე განცხადებით, რადიკალებთან დგომა ქვეყნის მტრობის ტოლფასია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის განცხადებები და მოთხოვნები ხელისუფლების გადაყენებასთან დაკავშირებით უკვე დიდი შეცდომაა, რადგან ეს იმ ახალგზარდების დაკვეთა არ არის, რომლებიც სამი დღეა რუსთაველის გამზირზე დგანან. მისი თქმით, ოპოზიციის ამ სიჩქარით და გაუაზრებელი მოთხოვნებით, შესაძლოა, ხელისუფლების უკან დახევაც კი გაუფასურდეს, თუკი პროცესები რადიკალური გზით განვითარდება. მით უმეტეს გამოჩნდა, რომ ოპოზიცია აქციაზე თავმოყრილ ძალიან ეკლექტურ საზოგადოებას ვერ აკონტროლებს. ამიტომ პასუხისმგებლობა სწორად უნდა გაიაზრონ.

„თუკი ქვეყანაში გვინდა რომ პოლიტიკური კულტურა ავამაღლოთ, პროტესტის მოთხოვნის შესრულების შემდეგ, პროტესტი უნდა დასრულდეს. ხელისუფლებას რაც მოსთხოვეს ახალგაზრდებმა, მან ეს გაიაზრა და უნდა ითქვას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ კი ოპოზიციამ ნება უნდა იბოძოს და პროტესტი დაასრულოს. კი ბატონო, არ ენდობიან „ოცნებას“ და ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს ფარსია, ხელისუფლებამ სხდომაც ჩანიშნა და ამ ეჭვების გაფანტვაც მოხდება. სწორია, რომ ამ კანონის ჩაგდება ასე მალევე გადაწყვიტეს. დღეს უკვე იმდენად არის ეს თემა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, თუ ამ ნაბიჯს კიდევ გადადგამს და ამ კანონს უკან შემოიტანს, სიტუაცია კიდევ გამწვავდება. ამიტომ მგონია, რომ „ოცნება“ ამაზე აღარ წავა. ჩვენ წინ 12 პუნქტი გვაქვს შესასრულებელი და ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პუნქტები შესრულდეს. ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებზე რეაგირებს, კი ბატონო, მაშინ ახლა მთელი ყურადღება აქეთ გადავიტანოთ და არ მოხდეს ისე, რომ ხელისუფლების დათმობის მიუხედავად, ოპოზიციამ წითელი ხაზები გადაკვეთოს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი ევროპაში შევსლა გვინდა და ევროპელობაზე პრეტენზია გვაქვს, მაშინ პოლიტიკაც ასეთი უნდა გვქონდეს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენება აქციას დაშლის. მისი აზრით, ორი დღე და საპროტესტო მუხტის დაჭერას ვეღარ შეძლებენ. თუკი ხალხი დაინახავს, რომ მათ გამოყენებას ოპოზიცია ცდილობს, მათგან დისტანცირებას დაიწყებენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია არის ის ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უკვე 10 წელია უშედეგოდ სურს და ხალხი ამის უფლებას არ აძლევს. ამიტომაც საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ის ამ შანსის გამოყენებას შეეცდება.

„პრაქტიკულად, ოპოზიციას ასეთი შესაძლებლობა ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია. ამიტომ ლოგიკურია, რომ ოპოზიცია ამის გამოყენებაზე უარს არ იტყვის. ის მაქსიმუმის მიღებას შეეცდება. ასეთი შანსი კი ორნაირია, ერთი ხელისუფლება გადააყენონ და ძალაუფლება პირდაპირ ქუჩიდან აიღონ, რასაც ძალაუფლება ჰქვია. მეორე კი არჩევნებამდე სიტუაციის მიყვანა და არჩევნების წინ გადაყენება. ასევე დიდი მნიშვნელობა დასავლეთის და ამერიკის რეაქციას ექნება. ჯერეჯრობით ყვეელამ დადებითი შეფასება მისცა და ხელისუფლების ნაბიჯი მოიწონეს. რასაც თვალს ვადევნებთ, ფაქტობრივად სააკაშვილი ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ყველას დაავიწყდა. აქა-იქ ვიღაცამ წამოიკნავლა და ამაზეც დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილი ოპოზიციამ ამ ახალგაზრდებისგან გადამალა. იციან, რომ შესაძლოა, ამის გამო აქცია დაშლილიყო. ვხედავთ, თავად სააკაშვილიც მიიმალა. არის კიდევ ერთი ფაქტორიც, რომ რეალურად ხელისუფლების შეცვლის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ანუ ოპოზიციაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვთ. ალტერნატივა ამ ეტაპზე ეს არის. ამ დროს კი ენმ რუსთაველზე მისულ ახალგაზრდებში სასურველი ხელისუფლება არაა. ამიტომაც სააკაშვილი ვერ გამოჰყავთ ასე ღიად. ეს რეალური მიზეზი დასავლეთმაც იცის, ამიტომ არ მგონია, რომ მათგან ოპოზიციამ თუნდაც ვადამდელ არჩევნებზე ან რევოლუციურ სცენარზე მხარდაჭერა მიიღონ. ვფიქრობ, ახლა ყველა მაინც სიტუაციის დამშვიდებას ელის და ეს რადიკალიზმი მისაღები აღარც მათთვის უნდა იყოს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თუ ეს ახალგაზრდები რეალურად იაზრებენ, რომ ევროპისკენ წასვლა სურთ, მაშინ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით გადაგდებას მხარი არ უნდა დაუჭირონ და ოპოზიციას ამაში არ უნდა აჰყვნენ. ეს ევროპისკენ მიმავალ გზას საერთოდ დაგვიკეტავს.

 

 

 

merab ამერიკის მიზანი მეორე ფრონტის გახსნაა და აქციების დასრულებაზე ლაპარაკი, რომ კანონი გაიწვიეს და აქციები უნდა დამთავრდეს, არასერიოზულია.
ამერიკამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს ნაცებით, ტერორი ჩაატაროს და ომი დაიწყოს.
დანარჩენი - ლირიკაა.
1 წლის უკან
merab რა ევროპა? თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?
გარკვევით გვითხრეს: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ევროპა არ არის და ვერ შევა ევროპაში.
1 წლის უკან
merab 2 კაცის მოყუჩება რა გაუხდა ამერიკას?
ღარიბაშვილი და გომელაური უშლის ხელს. დანარჩენი - ან ნაცია და ან ნაცის და ენჯეოს ნაბიჭვარი.
ღარიბაშვილი მოყუჩებული ჰყავთ, როგორც ეტყობა.
1 წლის უკან
ლაზი დასრულდება კი არა, ახლა იწყება მთავარიო. ბმული ეს წაიკითხეთ და მიხვდებით, დასრულდება თუ არა აქციები.
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი, (რუსული) კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან