„რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ერთ მილიონამდე ამომრჩეველი?“ - „ახლა საჭიროა სრული კონსოლიდაცია ვერაგი და დაუნდობელი მტრის წინაშე“

„რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ერთ მილიონამდე ამომრჩეველი?“ - „ახლა საჭიროა სრული კონსოლიდაცია ვერაგი და დაუნდობელი მტრის წინაშე“

პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზის წერილს უგზავნის და სთხოვს, ე.წ. აგენტების შესახებ პარლამენტის მიერ გაგზავნილი კანონპროექტები აღარ განიხილონ. შალვა პაპუაშვილი წერილში მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია, რის გამოც მმართველმა პარტიამ, როგორც პასუხისმგებლიანმა აქტორმა, აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა გადაწყვიტა.

ყოველგვარი დათქმის გარეშე „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერევე მხარდაჭერილი კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული, უკან გაიწვია. მმართველი გუნდის განმარტებით, კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილების მთავარი ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ რისკის ქვეშ არ დააყენებინათ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

რაც შეეხება პროცედურას, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის უკან გაწვევა არ ხდება, რადგან ის სესიაზე უნდა ჩავარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობამ მეორე სესიაზე თავად უნდა ჩააგდოს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც ჯერ არ განხილულა, რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი გაიწვია, რადიკალური ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ დროის გაყვანაზე ფიქრობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე.

მისი თქმით, ახლა ფორმალურ და ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტური სპეკულაციაა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ამიტომ ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია ისევე, როგორც დაჩქარებული წესით განხილვაც შეუძლებელია.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება ახლა, რომ ვერავინ წაიღებს უკან. ხალხის პროტესტზე თუა რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი რამეა. მაგრამ, ეს არ არის მთავარი ამბავი - წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა.

რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი, იგივე რეგლამენტის თანახმად. აქედან გამომდინარე, წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით, შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, რომ კანონი გაიწვიოს და შემდეგ მოუნდეს ფორმალური საკითხების გამოყენება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რადიკალური ოპოზიცია ისევ ხელისუფლების დამხობის აუცილებლობაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის. ამიტომ, მისი თქმით, ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოაცილებენ, მანამდე ბრძოლა გრძელდება.

„ეს არის ერთი გამარჯვება - ოპოზიციამ, ქართველმა ხალხმა ევროპული გზიდან არ გადაახვევინა ქუჩით, პარლამენტში ბრძოლით, პატარა აქციებით, დიდი აქციებით. სანამ რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, სანამ საბოლოო მიზანს - კრემლიდან მართულ ადმინისტრაციას არ გავუშვებთ სახლებში, მანამდე ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აანონსებს, რომ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა იწყება. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ხალხმა ორ საკითხზე უნდა იბრძოლოს - ეს არის, „რუსული ოცნების“, მოღალატეობრივი პარტიის ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი.

„როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი მზად ვარ, ახალგაზრდებსაც, ჩვენ მოქალაქეებსაც თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში და მათი ნების აღმსრულებლები შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ. მე ზუსტად ვიცი ერთი, რა უნდათ პოლიტიკოსებს, რა ვიწროპარტიული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, რომელიმე პარტიას, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ამ არჩევანისთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე რომლის მითითიებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა დაარბიეს, აცხადებს, რომ კანონპროექტის გაწვევით მნიშვნელოვანი წარმატება აქვთ. მაგრამ, მისივე თქმთ, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როცა საქართველო მიიღებს სტატუსს, როცა საბოლოოდ დაიხსნიან რუსული დავალებების შემსრულებელი რეჟიმისგან.

„ამ ხალხს არ ვენდობი, ხვალ რატომ არ ატარებენ პლენარულ სხდომას? როცა უნდათ, ჰიპერდაჩქარებული წესით აკეთებენ ყველაფერს - რუსულმა რეჟიმმა უკან დაიხია, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვება არაა. საბოლოო გამარჯვებამდე გზა გვაქვს გასავლელი, 160-ზე მეტი ქართველი პატრიოტი, რომელმაც დაიცვა საქართველოს ღირსება, საპყრობილეში ჰყავთ გამოკეტილი, არიან ადამიანები, ვისზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ეს ხალხი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მივმართავ დღევანდელ რეჟიმს, გაათავისუფლეთ ეს ხალხი დაუყოვნებლივ, არავითარი ჯარიმები არ უნდა დაეკისროთ მათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიცია რომ რევოლუციური სცენარის ახალი ეტაპის დაწყებისთვის ემზადება, ეს უკვე ცხადია, რადგან რადიკალები კანონის გამოწვევას ხელისუფლების სისუსტედ თვლიან და აცხადებენ, რომ პროცესი არ შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა არეულობის ახლი ეტაპის წინაშე დგას.

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, გამარჯვებულის ჟინით დამუხტულები იმოქმედებენ პრინციპით „სჭედე რკინა სანამ ცხელია“, რადგან, მისი თქმით, უკვე მიიღეს რჩევა და გააძლიერებენ წნეხს, მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, მთავრობის გადადგომას, გააცოცხლებენ „ტექნიკური მთავრობის“ იდეას.

„უკვე ჰყავთ მოკავშირე აქ პრეზიდენტის სახით და, რა თქმა უნდა, დასავლეთის უკვე ღია მხარდაჭერა. კანონპროექტის გაწვევა არანაირად არ განმუხტავს ვითარებას და პირიქით, თუ ნახეთ მათი წარმომადგენლების პოსტები, ისინი თვლიან, რომ ეს არის „ოცნების“ მანევრი დროის გაყვანის, მუხტის დაგდების. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩვენ ამას მივუბრუნდებით, ხალხს ახსნა-განმარტებით სესიებს ჩავუტარებთო და ა.შ. „ოცნებამ“ კანონპროექტი კი გაიწვია, მაგრამ თავად იდეაზე უარს არ ამბობს, რომ ა-რ და ზოგადად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის უნდა იყოს მეტი გამჭვირვალობა.

გასაგებია ხომ, ოპოზიციაშიც კითხულობენ რეგლამენტს და იციან ეს ყველაფერი. შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საპროტესტო მუხტი დაცხრება და პირიქით, ასეთი განცდა მაქვს, რომელიც ოპოზიიცის და მათი წარმომადგენლების განცხადებებს ეფუძნება, რომ ოპოზიციამ, რომელიც ახლა თავს გამარჯვებულად გრძნობს, რადგან მიზანს მიაღწიეს, მინიმუმ, პროცესი შეაჩერეს, ახლა დაიწყებს უკვე ახალი მოთხოვნების წამოყენებას“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ახლა უნდა გამოჩნდეს თავად „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის რა რესურსი აქვს.

„თუ ოპოზიციამ გააგრძელა მთავრობაზე ზეწოლა, გააგრძელა აქციები და შეიძლება ეს აქციები კიდევ უფრო რადიკალური გახდეს, ისმის კითხვა - რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ერთ მილიონამდე ამომრჩეველი? სად არის ის, რატომ არის გაჩუმებული? ის არჩევანი, რაც მათ გააკეთეს, შეგნებულად გააკეთეს, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის გააკეთეს არჩევანი? ამიტომაც, ეს დღეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხითაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვანახოს საზოგადოებას მისი მხარდაჭერის რესურსი რა არის. არც ამას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ სპონტანური აქცია წამოიწყოს. გვახსოვს, უცნობის მიერ დაორგანიზებული აქცია. ყველა სცენარი მოსალოდნელია. ამიტომაც ძალიან ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლელი პარტნიორები, ფაქტობრივად, ღიად დადგნენ მომიტინგეების მხარეზე. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ღიად გამოუცხადა მათ მხარდაჭერა. შესაბამისად, ის თუნდაც შეზღუდული კონსტიუციური ბერკეტები, რაც მას გააჩნია, უკვე არის ოპონენტების ბანაკში.

ამიტომ, თუ დასავლეთს არ უნდა, რომ საქართველოში მიიღოს დესტაბილიზაცია და არეულობა, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას „ქართული ოცნების“ მომხრეები ასე იოლად არ გაატარებენ, ის უნდა ჩაერიოს ძალიან აქტიურად, მას ეს შეუძლია, რადგან აქვს ბერკეტები, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოსთხოვოს, რომ არ გადაიყვანონ აქციები დესტუქციულ რეიმში, ან პირიქით შეაჩერონ, რომ რაღაცა კომპრომისული გადაწყვეტილება გამონახონ ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, რასაკვირველია, ეს უკანდახევაა. თუმცა იმედი აქვს, რომ მხოლოდ ბრძოლა წააგეს და არა მთლიანად ომი. მისივე შეფასებით, ომში მსგავსი სტრატეგიული უკანდახევაც შესაძლებელია.

„მძიმეა, მწარეა, დასანანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ომის მოსაგებად აუცილებელი. კანონის უკან გაწვევა არის სტრატეგიული უკან დახევა, ბუნებრივია, რომ ბევრად უარეს პოზიციაში ვართ ის ხალხი, ვინც საქართველოს და სამართლის მხარეს არის, ვიდრე აქამდე ვიყავით. მათი შეტევა არ შეჩერდება, ეს ბუნებრივია. უბრალოდ, ამ კანონპროექტს ვეღარ გამოიყენებენ საბაბად და სხვა საბაბს იპოვიან.

თავდაცვის ერთადერთი გზა არის ჩვენი სიმართლე და კონსოლიდაცია ამ სიმართლის გარშემო. ასევე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამართალი. ამ აქციების მიზანი იყო მასობრივი არეულობები და საბოლოოდ ამბოხებაში გადასვლა. ამ ამბოხებას ამზადებდნენ. აშკარად, საქმე გვქონდა ამბოხების მომზადებასთან. ამიტომ, მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, ის ხალხი, ვინც ამზადებდა ამბოხებას საქართველოს წინააღმდეგ, იქნეს მხილებული, შემდეგ გასამართლებული და დასჯილი“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ახლა საჭიროა სრული კონსოლიდაცია ვერაგი და დაუნდობელი მტრის წინაშე და არა პირიქით. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ დამღუპველი იქნება ერთი-მეორესკენ ხელის გაშვერა და ამ მწარე მარცხის ერთმანეთზე გადაბრალება.

„პასუხისმგებლობა ამ მარცხზე სოლიდარულია და თითოეულ ჩვენგანზე ნაწილდება, მაგრამ ახლა, ამის გარჩევის დრო არ არის. მტერი კარზე მოგვდგომია და გვიტევს. სიმტკიცისა და კეთილგონივრულობის, რწმენისა და ერთიანობის გაათმაგება გვმართებს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სამართლებრივი და ადეკვატური ზომები ამ ამბოხებულების წინააღმდეგ.

ვნახოთ, ეს დამოკიდებულია პროკურატურის და სამართალდამცავების პროფესიონალიზმზე, რამდენად შეძლებენ ისინი მტკიცებულებების სტანდარტით ამ საქმის მომზადებას და მის ბოლომდე მიყვანას. სრული საფუძველი არსებობს, რომ სისიხლის სამართლის საქმე აღიძრას ამბოხების მომზადების მუხლით, რაც არის მძიმე დანაშაული. საჯარო სივრცეში გავიდა როგორ გეგმავდნენ გადატრიალებას. მიმაჩნია, რომ ამბოხებულები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ და წერტილი უნდა დაესვას ამ საქმეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

Aburjga Tasmanieli მაგარი პროვოკაციული სათაურია! რა ვქნათ გავახაროთ აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი და უკრაინა, სამოქალაქო ომი გავაჩაღოთ?!
1 წლის უკან
trampi ჩოპრა
ომი კი არა, ამ შინაური და გარეული ჩათლახების საპასუხოდ ერთი მამაპაპაური მიტინგი მაინც უნდა ჩავატაროთ, ლოზუნგით ,,არა ნაცებს,, რომ ყველამ დაინახოს ხალხი ვის მხარესაა
მესმის რომ არაობიექტურობაა ნაცების ევრო მხარდამჭერებისაგან, მაგრამ ეს ოცნება მაინც დებილები არიან, ------ ნაცების ტყუილი ამ დებილი ოცნების მართალს სჯობნის
ისე კი კაია კაი,...... ყველაფერი ჩანს.... ყველაფერი ...დაჟე ეშმაკი პრიჩოსკას როგორ ისწორებს, ისიც კი
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli papa - წუხელის რაღაც მოხდა კულუარული, რაღაც საშნელი.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არ ხარ ასეთი პოლიტიკური ბეცები და როგორ ვერ ხვდები რატომ მოიმოქმედა ხელისუფლებამ ის რაც ქნა?! ჩემი ვარაუდი ასეთია, წუხელ ღამით სათანადო მექანიზმების საშუალებით აშშ-ს ადმინისტრაციამ წაუყენა ულტიმატუმი საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ალბათ ისეთი მუქარ იყო ქვეყნის და პირადად მათთვისაც იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და შეგუებოდნენ მწარე ხვედრს! რა მუქარა იქნებოდა? პანამა, გრენადა, ჰაიტი? ჩილე....
1 წლის უკან
მიშა ბუნებრივია, რომ არაფერი ისეთი შიგა კატაკლიზმა არ ყოფილა წინა ღამეს, რომ ხელისუფლებას კანონი ამ მიზეზით გამოეწვია. გარედან მოხდა ჩარევა.
საკითხავი ისაა, ქვეყნისთვის რამე სასარგებლო დანაპირები მიიღო ოცნებამ, თუ უფრო მუქარის შემცველი შინაარსი იყო.
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მიშა, სასარგებლო დანაპირები მიშა?! ე.ი. აშშ და სასარებლო დანაპირები?!
1 წლის უკან
არაგველი641 რატომღაც ვფიქრობ, რომ ამ მოვლენამ დადებითათ იმოქმედა ოცნების რეიტინგზე!
1 წლის უკან
DDDzia პაპა!
"ერთი მამაპაპაური მიტინგი მაინც უნდა ჩავატაროთ, ლოზუნგით ,,არა ნაცებს,, რომ ყველამ დაინახოს ხალხი ვის მხარესაა".
,,არა ნაცებს,,?
თუ არა კოლონიალიზმს?
გუშინ რაც მოხდა, ეს არის კოლონიალიზმის დე-იურე გაფორმება. დე-ფაქტო დიდი ხანია კოლონია ვართ.
რაც არ უნდა დაარქვან ამას, შიგ ევროპაში სწრაფვა, არ გვინდა რუსეთი და მსგავსი სისულელეები, ეს მოცემულობას არ ცვლის.
ის კანონი, რომელსაც იღებდნენ, ყველა აგენტის წინააღმდეგ არის მიმართული - გინდა რუსი იყოს და გინდა პინდოსი.
სამწუხაროდ "ხალხი ვის მხარესაა" კი გამოჩნდა და არ უნდა ახლა ამას გაპრავებები.
არ უნდა ხალხს ე.წ. თავისუფლება, თავისი თავის პატრონობა და გინდა წინ მოუსაქმე და გინდა უკან.
არ უნდა.
ასე უნდა, მონად ყოფნა. ჯორივით უნდა, რომ მართავდნენ და შესრულებული სამუშაოს შემდეგ ცოტა თივასაც აღირსებენ.
ვაი, ჩვენს თავს!!!
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან
trampi არა რუსულ კანონს კანადაში
დაიღუპა დემოკრატია
სასწრაფოდ ლომჯარია კანადაში--- დემოკრატიის გადასარჩენად
1 წლის უკან
trampi მივმართავ ,,ხალხის ძალას,, ეს გააკეთეთ სასწრაფოთ

გამოდით ყველანი, ტრიბუნის წინ დადექით, დაიჭირეთ აღშფოთებული ვიდი და განაცხადეთ:

რომ ძალიან ხართ აღშფოთებულები კანადაში კანონის მიღებასთან დაკავშირებით
თქვით რომ დაინგრა კანადაში დემოკრატია და მოუწოდეთ ამ ჩათლახ დეგნარს და ნეტ პრაისს რომ დაგმონ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი
ასევე იმ 27 ქვეყანას, რომლებმაც თავზე დაგვაჯვეს, მოუწოდეთ გამოთქვან თავიაანთი პოზიცია ამ ერთობ აღმაშფოთებელ ფაქტზე
ასევე ჩვენ არასამთავრობოებმა ლომჯარიას თამადობით, გადასხან დესანტი კანადაში იქაური დემოკრატიის დასაცავად რათა არ დაუშვან ამ ამაზრზენი(რუსული) კანონის მიღება...


ვიცი ეს ანეგდოტია,,...... მაგრამ მაგ ჩათლახებმა უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დურაკები არა ვართ
და რომ მაგათ თავიააანთ დემოკრატიას მიხედონ ............ ამერიკელებმა და კანადელებმა ინდიელები რომ ამოწყვიტეს და მათ მასიურ სამარხებს ეხლაც კი რომ პოულობენ დაჟე სკოლების ეზოებში

გააკეთეთ ესე საქმეში წაგადგებათ თორემ მერე ინანებთ
1 წლის უკან