ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან“ კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით მეტ მკაფიოობას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
„დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელიც არ ენდობა „ქართულ ოცნებას“. მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას. ერთი მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ, გაიწვიონ მოცემული კანონი. მეორე მხრივ, სანამ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ და არიან დაჭერილები, არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად“, - აცხადებს კობერიძე.